ლაშა გოგია: ზუგდიდის მერიაში საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს

ლაშა გოგია: ზუგდიდის მერიაში საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს

ქალაქ ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას განცხადებით, ზუგდიდის მერიაში საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით მსჯელობები მიდის და როგორც საკადრო, ასევე სტრუქტურული ცვლილებებიც განხორციელდება, ამის შესახებ გოგიამ ჟურნალისტს თემის კომენტირებისას განუცხადა.

"საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით მსჯელობა მიდის, ორივე მუნიციპალიტეტში იმოქმედებს მობილობის წესი და პირველ რიგში გათვალისწინებულები იქნებიან ქალაქ ზუგდიდის მერიისა და გამგეობის თანამშრომლები და თანამშრომლების შერჩევა-შეფასება მოხდება ჩვენი გუნდის მიერ. რაღაც ცვლილებები იქება, ცვლილებები იქნება სტრუქტურაშიც და ორ დღეში წარმოგიდნენთ მოადგილეებსაც და სამსახურის უფროსებსაც," - განაცხადა გოგიამ. 

რაც შეეხება იმას, თუ რომელ შენობაში განთავსებდა მერია, გოგიას თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, საკრებულო და მერია სხვადასხვა შენობაში დაიდებს ბინას. 

ცნობისთვის, ზუგდიდის ყოფილმა გამგებელმა ლაშა გოგიამ 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, ცესკოს მონაცემებით, 54, 7 %-ით გაიმარჯვა.

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

11 საათის წინ

მისი თქმით, არასერიოზული ოპოზიცია გვყავს და ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ფრანგებს, რაც საქართველოს იმიჯისთვის კარგი არ არის. „რაც შეეხება იმ არასერიოზულ კითხვებს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და მათ მიერ წარსულში დაფინანსებული პირებისგან...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151