პაატა გურასპაული კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე თავის კანდიდატურას ხვალ წარადგენს

პაატა გურასპაული კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე თავის კანდიდატურას ხვალ წარადგენს

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი იბრძოლებს.

როგორც "აიპრესს" ვეტერანმა ქართველმა კალათბურთელმა, პაატა გურასპაულმა განუცხადა, ის თავის კანდიდატურას კალათბურთის ფედერაციაში ოფიციალურად ხვალ დაარეგისტრირებს.

პაატა გურასპაული ფიქრობს, რომ არჩევნები ობიექტურად ჩაივლის და არასამართლიანი გარემოს წინაპირობა არ არსებობს.

"კი, ეს ინფორმაცია ზუსტია. ვაპირებ, რომ ხვალ შევიტანო ოფიციალურად განცხადება. არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას რაც შეეხება, ამის არანაირი პრობლემა არ არსებობს ჩემი აზრით. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ობიექტურ გარემოში ჩაივლის", - განაცხადა პაატა გურასპაულმა.

ამ დროისთვის, ცნობილია, რომ პრეზიდენტის პოსტისთვის შიო ხეცურიანი, კახა შენგელია და პაატა გურასპაული იბრძოლებენ.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება. 

ოთარ კიტეიშვილი: მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა

ოთარ კიტეიშვილი: მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა

15 საათის წინ

„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო წლები, ქართული კლუბებისთვის წარმატებული არ არის და ევროსარბიელზე გამარჯვებს ვერ აღწევენ. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ მაქსიმალური შესაძლებლობები. მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა. კარგად ვითამაშოთ და ვერ გავიდეთ, ეს არ...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126