შერგელაშვილი: სამინისტროები შესამცირებელია, მაგრამ კვლევის საფუძველზე და არა იმპულსურად

შერგელაშვილი: სამინისტროები შესამცირებელია, მაგრამ კვლევის საფუძველზე და არა იმპულსურად

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი "შენების მოძრაობიდან", რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი აცხადებს, რომ სამინისტროების რაოდენობა შესამცირებელია, მაგრამ კვლევის საფუძველზე და სისტემური ცვლილებების ფონზე.

როგორც შერგელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სამინისტროების შემცირება არ უნდა მოხდეს იმპულსურად, როგორც ახლა გვთავაზობენ.

"სამინისტროების რაოდენობა ოპტიმალურზე მეტია და შესამცირებელია, მაგრამ ფუნქციური კვლევის საფუძველზე და საერთო სისტემური ცვლილებების ფონზე და არა იმპულსურად, როგორც ეხლა გვთავაზობენ.
როცა სამინისტროებზე საუბრობენ, მითუმეტეს სხვა ქვეყნების მაგალითები მოჰყავთ, ავიწყდებათ, რომ ფუნქციური დალაგება სამინისტროების განტვირთვას გულისხმობს ფუნქციების რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე ჩატანით. დღეს სამინისტროების საქმიანობის 80% ოპერატიულ-რუტინულ-სამეურნეოა და 20 სტრატეგიული. არადა ეს პირიქიტ უნდა იყოს. სანამ ფუქნციები ვერტიკალურად დაბლა არ ჩავა რამდენიც გინდა შეაერთე და გაყავი სამინისტროები მათ სიტლანქეს და არაეფექტურობას არაფერი ეშველება.

მხოლოდ ეკონომიკური ზრდა ვერანაირად ვერ გვიშველის ევროკავშრიდან საგრანტო დაფინანსება თუ არ გავზარდეთ მკვეთრად (დღევანდელი საშუალოდ 200 მლნ ევროდან 500 მლნ ევრომდე საშუალოდ წლიურად მაინც). ყველაზე მეტი შესაძლებლობები ამ რესურსების მოსაზიდად არის შემდეგ სფეროებში: 1. რეგიონულ განვითარება, 2. რურარული (სოფლის) განვითარება 3. გარემოს დაცვა. ამავდროულად, გარემოსდაცვაში მთლიანი სისტემებია ხელახლა შესაქმნელი და პლიუს ევროდირექტივებთან ჰარმონიზაცია. ამიტომ, ამ სამინისტორს არათუ გაუქმება, პირიქით გაძლიერებაა საჭირო რომ მეტი ევროპული რესურსი მოვიზიდოთ. ეკონომიკის სამინისტროს კი მიწებისთვის ვერ მოუვლია და ახლა სხვა ბუნებრივი რესურსებიც დაიმატოს... არა მგონია სწორი იყოს. სისტემურად სწორია მიწის და ბუნებრივი რესურსების დეცენტრალიზაციის დაწყება", - წერს თენგიზ შერგელაშვილი Facebook-ში.

14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება, ცვლილები 6 სამინისტროს შეეხება

14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება, ცვლილები 6 სამინისტროს შეეხება

54 წუთის წინ

ეს პროცედურა მას შემდეგ განხორციელდება, რაც პარლამენტი ფორმალურად მთავრობის შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს.  კერძოდ, მას შემდეგ რაც, დღეს არსებულ სამთავრობო სტრუქტურით, კაბინეტის წევრთა ფორმალურ შემადგენლობას პარლამენტი ნდობას...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186