ნოდია: ჩხენკელის "სივი" ნამდვილად შთამბეჭდავია, არა მაქვს საფუძველი, მის კვალიფიკაციაში დავეჭვდე

ნოდია: ჩხენკელის "სივი" ნამდვილად შთამბეჭდავია, არა მაქვს საფუძველი, მის კვალიფიკაციაში დავეჭვდე

პოლიტოლოგი გია ნოდია განათლების ახალ მინისტრზე მიხეილ ჩხენკელზე სოციალურ ქსელში წერს, სადაც ის აღნიშნავს, რომ არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ მისი კვალიფიკაციში დაეჭვდეს, თუმცა ნოდია აქვე აღნიშნავს, რომ ეს არ იძლევა კარგი მინისტრობის გარანტიას.

"მიხეილ ჩხენკელის შესახებ გავიგე, როცა მინისტრად დანიშნეს. მისი „სივი“ ნამდვილად შთამბეჭდავია და არა მაქვს საფუძველი, მის კვალიფიკაციაში დავეჭვდე. ასევე ეჭვი არ შემაქვს, რომ ის კარგი და პატრიოტი ადამიანია. მაგრამ ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს, რომ ის კარგი მინისტრი იქნება. ალექსანდრე ჯეჯელავას მთლად ასეთი ბიოგრაფია არ ჰქონია, მაგრამ საკუთარი პროფესიული წრეებიდან საკმაოდ მაღალი რეპუტაცია მოიტანა და თავის დროზე არც ამ რეპუტაციაში შემიტანია ეჭვი. მაშინაც იყო ენთუზიაზმი: აი რა მაგარი მინისტრი გვეღირსა.

მინისტრი - ეს არის პოლიტიკური თანამდებობა. წარმატებულ მინისტრს სჭირდება: (1) დარგის განვითარების კარგი ხედვა, (2) პოლიტიკური უნარ-ჩვევები, რომ მთლიანად მმართველი გუნდი ამ ხედვის სისწორეში დაარწმუნოს და საამისოდ პოლიტიკური და ფინანსური რესურსები დაახარჯვინოს, და (3) მენეჯერის, ლიდერის უნარი, რომ ამ ხედვის საფუძველზე ცვლილებები ეფექტურად განახორციელოს. მისი ბიოგრაფიიდან არანაირად არ გამომდინარეობს, რომ შესაბამისი თვისებები აქვს. პრესტიჟული პუბლიკაციები ტექნიკურ დარგებში (ინფორმატიკის და ინჟინერიის დეკანი იყო გაუში) არანაირად არ მიანიშნებს, რომ მას აქვს მთლიანად განათლების სისტემის განვითარების ხედვა, ან რომ ეს ხედვა სწორია. ამის შესახებ საერთოდ არაფერი გაგვიგია.

ზოგადად, მე არ მწამს, რომ უნიათო მთავრობის შიგნით შეიძლება იყოს ცალკე აღებული კარგი მინისტრი, რომელიც სიტუაციას არსებითად შეცვლის. ცოტა უკეთესი ან ცოტა უარესი - კი, მაგრამ პოლიტიკა გუნდური სპორტია და ცალკეული მოთამაშე მხოლოდ გუნდის შემადგენლობაში და გუნდის წყალობით შეიძლება იყოს წარმატებული. ან ახალმა მოთამაშემ (ამ შემთხვევაში - ჩხენკელმა) ზოგადი ლიდერობა უნდა იკისროს, რომ მთლიანად გუნდის თამაში გარდაიქმნას - მაგრამ აქ სპორტის ანალოგია ვეღარ გამოგვადგება, ლიდერი თუ ლიდერები უკვე არსებობენ (ფორმალურიც და იმის თავზე არაფორმალურიც).

ესაა ჩემი კომენტარი", - წერს გია ნოდია. 

კილაძე: პრემიერი თუ გადაწყვეტს, რომ წულუკიანი მინისტრობის კანდიდატი იყოს, მხარს დავუჭერ

კილაძე: პრემიერი თუ გადაწყვეტს, რომ წულუკიანი მინისტრობის კანდიდატი იყოს, მხარს დავუჭერ

4 საათის წინ

რაც შეეხება საკითხს, უნდა იყოს თუ არა თეა წულუკიანი ახალ მინისტრთა კაბინეტში, რომელსაც პრემიერი 2-3 კვირაში დაასახელებს, კილაძე ამბობს, რომ ეს მამუკა ბახტაძის გადასაწყვეტია.  თუმცა, თუ მამუკა ბახტაძე თეა წულუკიანს მინისტრობის კანდიდატად...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172