ირმა ინაშვილი: ეს სისტემა ირმა ინაშვილს კი არა, პატრიარქს წააგებინებს არჩევნებს

ირმა ინაშვილი: ეს სისტემა ირმა ინაშვილს კი არა, პატრიარქს წააგებინებს არჩევნებს

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების შესვლას ხელი შეუწყო. ბორჯომში, კი „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატის ზაზა ჩაჩანიძის დასამარცხებლად არჩევნები ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვის ხერხით გააყალბა.

ირმა ინაშვილი სამთავრობო ცვლილებებს პოლიტიკურ სპექტაკლს უწოდებს, რომელიც დეპუტატის შეფასებით, ოპოზიციის პროტესტის ჩაქრობისა და ხალხის გაბრაზების ჩაცხრობისკენ გადადგმული ნაბიჯია. 

„ეს ის ქვეყანაა, ზაზა ჩაჩანიძეს და ირმა ინაშვილს კი არა, ეს სისტემა პატრიარქს წააგებინებს არჩევნებს. პატრიარქს დაუმტკიცებენ, რომ გიგა ბოკერიამ მოუგო. სისტემური ცვლილებებია საჭირო. საკადრო გადაადიგლება, ეს არის ოპზოციის პროტესტის ჩაქრობისკენ გამიზნული ნაბიჯი, ხალხის გაბრაზების ჩაცხრობისკენ გადადგმული ნაბიჯი. კვირიკაშვილმა და ბოკერიამ თავისი უკვე გაინაღდეს. საკადრო გადაადგილებები კი, პოლიტიკური სპექტაკლია, სამშვიდობო ოპერაცია“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. 

"ქართული ოცნების" სათაო ოფისში სავარაუდოდ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელებენ

"ქართული ოცნების" სათაო ოფისში სავარაუდოდ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელებენ

26 წუთის წინ

მათივე ცნობით, შეხვედრას არ დაესწრება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.  შეგახსენებთ, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. სწორედ ამას უკავშირდება "ოცნების" შეხვედრა. 

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167