ანა ნაცვლიშვილი: ვადასტურებ, რომ ჩემი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე განიხილება

ანა ნაცვლიშვილი: ვადასტურებ, რომ ჩემი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე განიხილება

"საიას" თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურა სახალხო დამცველის თანამდებობაზე განიხილება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანა ნაცვლიშვილი წერს.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ის მზად არის გამოწვევა მიიღოს და საკუთარ ხედვებზე საზოგადოებას დეტალურად ესაუბროს.

"რადგან ცალ-ცალკე არაერთი ადამიანი და მედიასაშუალება მეკითხება, აქ დავწერ საჯაროდ: ვადასტურებ, რომ განიხილება ჩემი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემთვის საპატივსაცემო არაერთმა ადამიანმა და ჯგუფმა მომიაზრა ამ პოზიციაზე. მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს (პარლამენტს) თუ ფართო საზოგადოებას უფრო დეტალურად ვესაუბრო ჩემს ხედვებსა და მიზნებზე - შესაბამის ფორმატში",- წერს ნაცვლიშვილი.

ამჟამინდელ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა ნოემბერში ეწურება.

ანა ნაცვლიშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი 2014 წელს გახდა.

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საგაზაფხულო სესია დაიწყო

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საგაზაფხულო სესია დაიწყო

2 საათის წინ

ახალი წესის მიხედვით, სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და საექიმო სპეციალობის მაძიებლის სტატუსის მოპოვება გახდა. კურსდამთავრებულები კი მზადებას წელიწადის სხვადასხვა დროს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167