ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა წოწერია აირჩიეს

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა წოწერია აირჩიეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ''ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს'' სიის პირველი ნომერი მამუკა წოწერია აირჩიეს. მას მხარი 40 დეპუტატმა დაუჭირა. 

საკრებულოში, უმრავლესობით მმართველი პარტია "ქართული ოცნება" 33 მაჟორიტარითა და 9 პარტიული სიით შესული დეპუტატითაა წარმოდგენილი, რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, "ენმ " მხოლოდ ერთი მაჟორიტარი და 4 პარტიული სიით შესული დეპუტატით, ხოლო "ევროპული საქართველო" საკრებულოში 2 დეპუტატითაა წარმოდგენილი.

სხდომა საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა გახსნა, შემდეგ კი უხუცესი დეპუტატი ოთარ მარშავა წარუძღვა.

ოზურგეთის მაჟორიტარი წყლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ანასეულის მოსახლეობას შეხვდა

ოზურგეთის მაჟორიტარი წყლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ანასეულის მოსახლეობას შეხვდა

1 საათის წინ

"რამდენიმე დღის წინ დავპირდი და ახლა შევხვდი ოზურგეთში ჩემს ანასეულელებს. კარგი შეხვედრა გამოვიდა. ხალხმა უბრალოდ და გასაგებად ამიხსნა რა სჭირდება და როგორ შეიძლება ანასეულში წყლის პრობლემის მოგვარება. ჩვენ ერთად შევძლებთ ამ საქმის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167