ფოთის საკრებულოში მეექვსე მოწვევის პირველი სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება

ფოთის საკრებულოში მეექვსე მოწვევის პირველი სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება

  • iRegions.Ge
  • 14 ნოემბერი, 2017
  • 13:58
  • ადმინისტრატორი

ფოთის საკრებულოში მეექვსე მოწვევის პირველი სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება, ეს განცხადება ჟურნალისტებთან დღეს # 70 საოლქო საარჩევნო კომისიაში გააკეთეს.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს მარიკა გაწერელიას განცხადებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ახლდარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში იწვევს.

საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მას ფოთის საკრებულოს უხუცესი წევრი აკაკი დრჯანია გაუძღვება.

„საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და გახსნილად ჩაითვლება თუ კი მას საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტი ესწრება. ძველ საკრებულოს კი პირველი სხდომის ჩატარებისთანავე უწყდება უფლებამოსილება“_ განაცხადა მარიკა გაწერელიამ.

ფოთის მეექვსე მოწვევის საკრებულოში 25 წევრიდან 18 „ქართულ ოცნებას“, 2 „ნაციონალურ მოძრაობას“, 1 „ევროპულ საქართველოს“, 1 „პატრიოტთა ალიანს“, 1 „საქართველოს ლეოიბორისტულ პარტიას“ და 1 წევრი „შენების მოძრაობას“ეყოლება

არჩილ ჩიქოვანი: კაპიტალურ პროექტებში მაღალმთიან აჭარაში 35 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება

არჩილ ჩიქოვანი: კაპიტალურ პროექტებში მაღალმთიან აჭარაში 35 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება

4 საათის წინ

მაღალმთიან აჭარაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი კაპიტალური პროექტებისათვის 35 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. ამის შესახებ „აიპრესთან“ დეპარტამენტის უფროსმა არჩილ...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186