ტერეზა მეი: რუსეთმა დონბასში კონფლიქტი გაამწვავა და არაერთხელ დაარღვია ევროპის ქვეყნების საზღვარი

ტერეზა მეი: რუსეთმა დონბასში კონფლიქტი გაამწვავა და არაერთხელ დაარღვია ევროპის ქვეყნების საზღვარი

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ლონდონს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Sky News ავრცელებს.

სიტყვით გამოსვლა ტერეზა მეიმ რუსეთის საგარეო პოლიტიკის კრიტიკით დაიწყო.

"რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია პირველი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ერთმა სახელმწიფომ სხვისი ტერიტორია დაიკავა. მას შემდეგ, რუსეთმა დონბასში კონფლიქტი გაამწვავა, არაერთხელ დაარღვია ევროპის რამდენიმე ქვეყნის საჰაერო სივრცე და კიბერ-ჯაშუშური კამპანია ჩაატარა", - განაცხადა მეიმ.

მან ასევე რუსეთი "ინფორმაციული იარაღის ტარებაში", არჩევნებში ჩარევაში, ასევე დანიის თავდაცვისა და გერმანიის პარლამენტებზე კიბერთავდასხმებში დაადანაშაულა. "რუსეთს ძალიან მარტივი გზავნილი მაქვს. ჩვენ ვიცით, რას აკეთებ თქვენ მიზნების მისაღწევად ", - განაცხადა მეიმ.

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

7 საათის წინ

რეზოლუციის სპონსორია საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, კონგრესმენი ტედ პო (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი). რეზოლუციას ამ ეტაპზე ჰყავს 8 თანასპონსორი კონგრესმენი, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან. რეზოლუცია წინ...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167