ჯორჯ ბუშ უფროსს სექსუალურ შევიწროებაში მეექვსე ქალი ადანაშაულებს

ჯორჯ ბუშ უფროსს სექსუალურ შევიწროებაში მეექვსე ქალი ადანაშაულებს

ტექსასის მაცხოვრებელი მეექვსე ქალია, რომელიც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშ უფროსს სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს.

როგორც როსლინ კორიგანი ყვება, ყოფილი პრეზიდენტი მას მაშინ ავიწროებდა, როდესაც იგი 16 წლის იყო. ეს 2003 წლის ნოემბერში, ცენტრალური დაზვერვის სამმართველოში მოხდა, რომელიც ტექსასის ქალაქ ვუდლენდსში მდებარეობს. მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტთან შესახვედრად მამამისმა მიიყვანა. იგი ამაყობდა, რომ ქვეყნის ყოფილ მეთაურს წარუდგინეს. თუმცა, ფოტოების გადაღებისას, 79 წლის ჯორჯ ბუშ უფროსმა მას დუნდულებზე მოკიდა ხელი.

„ჩემი პირველი რეაქცია საშინელება იყო. დედაჩემს შევხედე, მაგრამ რას ვეტყოდი. რა უნდა ეთქვა მოზარდს ამერიკის პრეზიდენტისთვის? ე, ბიჭო, ასე ხელს ნუ მკიდებ?“, - აცხადებს კორიგანი.

შვიდმა ადამიანმა, მათ შორის კორიგანის ოჯახის წევრებმა დაადასტურეს, რომ მან მათ აღნიშნული ინციდენტის შესახებ აცნობეს. თავად ქალბატონმა განაცხადა, რომ მას რცხვენოდა ამის მოყოლა, მაგრამ მას მერე, რაც სხვა ქალებმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენს სექსუალურ შევიწროებაში დასდეს ბრალი, გადაწყვიტა ხმა ამოეღო.

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

15 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151