NYT იმ მასალას განიხილავს, სადაც ყირიმი რუსეთში შემავალ სადაო ტერიტორიადაა აღნიშნული

NYT იმ მასალას განიხილავს, სადაც ყირიმი რუსეთში შემავალ სადაო ტერიტორიადაა აღნიშნული

გაზეთი The New York Times-ი განიხილავს იმ მასალას, რომელშიც ნაჩვენებია რუკა, სადაც ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში შემავალ სადაო ტერიტორიადაა მონიშნული.

"ჩვენ განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს ამ ეტაპზე", - აცხადებს გაზეთის პრესმდივანი.

მასალამ, რომელმაც უკრაინაში სკანდალი გამოიწვია 11 ნოემბერს გამოქვეყნდა. იგი ქერჩის სრუტის გავლით ხიდის მშენებლობას ეხება. სტატიას ილუსტრაციის სახით თან ერთვის რუკის ფრაგმენტი, რომელზეც ყირიმი იმავე ფერშია აღნიშნული, რა ფერიც რუსეთია. ამასთან მითითებული იყო ისიც, რომ ეს სადაო ტერიტორიაა.

აღნიშნულმა პუბლიკაციამ აღშფოთება გამოიწვია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარიანა ბეცამ განაცხადა, რომ ყირიმი სადაო ტერიტორია კი არა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიაა და გამოცემას, მასალაში შესწორებების შეტანა მოსთხოვა.

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

15 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151