პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს ახალსოფლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ო.წ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს, 1985 წელს დაბადებულ ე.ნ.-ს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას ო.წ. ტეტრაჰიდროკანაბინოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ'' ქვეპუნქტით  მიმდინარეობს .

თემები:
მეტროსადგურ "ვარკეთილში" უხარისხო სამუშაოების შესრულების გამო სამ პირს ბრალდება წარედგინა

მეტროსადგურ "ვარკეთილში" უხარისხო სამუშაოების შესრულების გამო სამ პირს ბრალდება წარედგინა

1 საათის წინ

"საქართველოს პროკურატურამ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ განხორციელებული უხარისხო სარემონტო სამუშაოების შესრულების საქმეზე, შს სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გულგრილობის, უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო, უხარისხო...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167