1958 წლის შემდეგ პირველად იტალია მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა

1958 წლის შემდეგ პირველად იტალია მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა

იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. 

რამდენიმე წუთის წინ, იტალიასა და შვედეთს შორის, საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი ოფის განმეორებითი შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. პირველ მატჩში შვედებმა იტალიელებს იოჰანსონის გოლით სძლია და როგორც გაირკვა, იოჰანსონის გოლი ისტორიული და გადამწყვეტი აღმოჩნდა. სწორედ ამ გოლის წყალობით, 2006 წლის შემდეგ პირველად, შვედები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ.

რაც შეეხება იტალიას, 1958 წლის შემდეგ პირველი მუნდიალი იქნება, რომელიც მათ გარეშე ჩაივლის. 

ქართველი ბოულერები ლას ვეგასში იასპარეზებენ-შესარჩევი ტურნირი ბოულინგში

ქართველი ბოულერები ლას ვეგასში იასპარეზებენ-შესარჩევი ტურნირი ბოულინგში

44 წუთის წინ

21 ივნისს ბოულინგკლუბ „ბოლრუმში“ ამ თემისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ბოულინგის ფედერაციის მიერ. ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის ირაკლი წულაძის  გარდა ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხეს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167