სადებიუტო გოლები და ფრე ბელარუსთან

სადებიუტო გოლები და ფრე ბელარუსთან

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ბელარუსს უმასპინძლა და ამხანაგური შეხვედრა, ფრედ - 2:2 დაასრულა. 

შეხვედრა ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა. ანგარიში 27-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. საჯარიმოს მისადგომებიდან მოჭრილი დარტყმით ვალაძკომ გაიტანა. საქართველოს ნაკრებმა მალევე გაათანაბრა. ლაშა შერგელაშვილის კუთხურის შემდეგ ეროვნული ლიგის ბომბარდირმა, ირაკლი სიხარულიძემ მცველების შეცდომით ისარგებლა და მახვილი კუთხიდან აიღო იჰნატოვიჩის კარი. ვლადიმირ ვაისის გუნდმა მეორე გოლიც კუთხურიდან გაიტანა.

50-ე წუთზე სტუმრებს თავური დარტყმით შეცვლაზე შემოსულმა, ლაშა დვალმა გაუტანა. ბელარუსებმა წონასწორობის აღდგენა და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება 66-ე წუთზე მოახერხეს, იჰნატევიჩის ჩაწოდებით ნიახაიჩუკმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი სიხარულიძემ და ლაშა დვალმა ქვეყნის პირველ გუნდში სადებიუტო გოლები გაიტანეს.

დღევანდელი მატჩით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წლის სეზონი დაასრულა. ვლადიმირ ვაისის გუნდი 2018 წლის შემოდგომაზე უეფას ერთა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას, რომლის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში 24 იანვარს გაიმართება.

საქართველო - ბელარუსი 2:2

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“


საქართველო: კვასხვაძე, ხოჭოლავა, კაშია (დვალი 46'), აბურჯანია, კანკავა (მერებაშვილი 62'), სიხარულიძე  (ყაზაიშვილი 80'), გვილია (კაჭარავა 88'), შერგელაშვილი, გეგეჭკორი (კაკაბაძე 88'), პაპუნაშვილი, ჯიღაური (ქვილითაია 62')

სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, ლორია, გრიგალავა, ლობჟანიძე, კვეკვესკირი, ნავალოვსკი

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ბელარუსი: იჰნატოვიჩი (პავლიუჩენკა 46’), ჰავრილოვიჩი, ვალაძკო (მატვეიჩიკი 63’ ), პალიცევიჩი, ბიკაუ, სტასევიჩი (პაულავეცი 89’ ), კარნიცკი (ნიახაიჩუკი 56’), ლაპცევი, რიოსი, კავალიოუ (კლიმოვიჩი 82’ );

სათადარიგო შემადგენლობა: იეუდაკიმაუ, სიაძკო, საროკა, ნავუმაუ, ბურკო;

გაფრთხილება: 27’ ვალაძკო, 31’ სიხარულიძე, 45’ ბიკაუ, 45+1’ სტასევიჩი;

გოლები: 0:1 სტასევიჩი (24), 1:1 სიხარულიძე (35), 2:1 დვალი (50), 2:2 ნიახაიჩუკი (66);

ქართველი ბოულერები ლას ვეგასში იასპარეზებენ-შესარჩევი ტურნირი ბოულინგში

ქართველი ბოულერები ლას ვეგასში იასპარეზებენ-შესარჩევი ტურნირი ბოულინგში

44 წუთის წინ

21 ივნისს ბოულინგკლუბ „ბოლრუმში“ ამ თემისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ბოულინგის ფედერაციის მიერ. ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის ირაკლი წულაძის  გარდა ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხეს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167