კახა კალაძემ პატრიარქთან ერთად საზოგადოებას ასი ათასი მოწამის ხსენების დღე მიულოცა

კახა კალაძემ პატრიარქთან ერთად საზოგადოებას ასი ათასი მოწამის ხსენების დღე მიულოცა

ასი ათასი მოწამის ხსენების დღე საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ მიულოცა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას დედაქალაქის მერიის მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მეტეხის ხიდზე იმყოფებოდა, სადაც ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საზეიმო პარაკლისი გადაიხადა.

პატრიარქმა მეტეხის ხიდზე შეკრებილი მრევლი დალოცა და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა.

„გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. წმინდათა ასი ათასთა მოწამეთა ლოცვით, ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო“, - ბრძანა პატრიარქმა.

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

1 საათის წინ

"როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167