აშშ-ს ფინანსთა მინისტრი:  საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი არ ჩარეულა

აშშ-ს ფინანსთა მინისტრი: საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი არ ჩარეულა

აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა CBS News- ს განუცხადა, რომ ე.წ. "რუსეთის ინტერვენციას" 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა არ მოუხდენია.

მნუჩინმა აღიარა, რომ საკუთარი თვალით იხილა ამერიკის დაზვერვის ზოგიერთი ინფორმაცია "რუსეთის ჩარევის შესახებ".

"მაგრამ მე არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, რაც ვნახე. ნება მიბოძეთ ნათლად განვაცხადო: არავის მიაჩნია, რომ არჩევნებზე ეს არავითარ გავლენას არ ახდენს. არჩევნებზე ზეგავლენა არ მომხდარა ", - განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებამ უფრო მნიშვნელოვან საკითხებს უნდა მიაქციოს ყურადღება, როგორიცაა საგადასახადო რეფორმა, საგარეო პოლიტიკა და ეროვნული უსაფრთხოება.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მას ვლადიმერ პუტინის სჯერა, რომელიც ამერიკის არჩევნებში ჩარევას უარყოფს. ტრამპის თქმით, მან რუსეთის პრეზიდენტს კვლავ ჰკითხა იმის შესახებ, ერეოდა თუ არა მოსკოვი აშშ-ის არჩევნებში.

"მან მითხრა, რომ აბსოლუტურად არ ერეოდა ჩვენს არჩევნებში, რომ მას არ გაუკეთებია ის, რის შესახებაც სხვები საუბრობენ. ყოველ ჯერზე, როდესაც იგი მე მხედავს ამბობს - მე ეს არ გამიკეთებია. მართლა მჯერა, რომ რეალურად ასე მიიჩნევს. ვფიქრობ, იგი ძალიან შეურაცხყოფილია ამით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არც ისე კარგია", - აცხადებს ტრამპი.

ჯულიან ასანჟის ექსტრადიცია, შესაძლოა მომავალ კვირას განხორციელდეს

ჯულიან ასანჟის ექსტრადიცია, შესაძლოა მომავალ კვირას განხორციელდეს

34 წუთის წინ

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამავე პერიოდში ეკვადორის პრეზიდენტის ლენინ მორენოს ვიზიტი იგეგმება, რომლის საიდუმლო ვიზიტის მიზანი ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა და ასანჟის სტატუსის განხილვაა. მანამდე, ლენინ მორენო...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080