13 ნოემბერს უსინათლოთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

13 ნოემბერს უსინათლოთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

13 ნოემბერს მსოფლიო უსინათლოთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად და იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი გახადოს ყველა სერვისი. ამჯერად იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მყოფ სსიპ ''საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს'' აქვს სიახლე უსინათლო პირთათვის. 

კერძოდ, მაცნეს ოფიციალური საიტს დაემატა სპეციალური ფუნქია https://voice.matsne.gov.ge/, რომელიც განკუთვნილია და ადაპტირებული უსინათლო და მცირემხედველთათვის. საიტის ვიზიტორები ინფორმაციას ხმოვანი სიგნალით იღებენ და დამოუკიდებლად შეუძლიათ მოიძიონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. ვებგვერდის შექმნაში მონაწილეობა თავად მცირემხედველმა პირებმა მიიღეს.

ამასთან, თბილისის იუსტიციის სახლი საჯარო უწყებებს შორის უსინათლო და მცირემხედველი პირების საჭიროებებზე ყველაზე მორგებული საჯარო დაწესებულებაა. უსინათლო და მცირე მხედველი პირებისთვის, იუსტიციის სახლში თავისუფალი გადაადგილების მიზნით, შეიქმნა ბრაილის შრიფტის სანავიგაციო რუკა და დაიგო ტაქტილური ბილიკები. ადაპტირდა იუსტიციის სახლის ადმინისტრაციული შენობაც. ყველა ოთახთან განთავსებული ბრაილის შრიფტის რუქა, რომლის მეშვეობითაც უსინათლო პირი ადვილად ორიენტირდება. შუშის მოაჯირებზე განთავსებულია ე.წ. კონტურული სტიკერები, ასეთივე კონტურული ნიშნულებია ოთახების სახელურებზეც. ამჟამად იუსტიციის სახლი 95%-ით არის ადაპტირებული უსინათლო პირებისთვის.

იუსტიციის სახლში სპეციალური პრინტერის საშუალებით შესაძლებელია ქონების ამონაწერის ამობეჭდვა. ასევე შესაძლებელია განაცხადის ჩაბარება ბრაილის შრიფტით.

იუსტიციის სახლის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ვებგვერდები მთლიანად ხმოვანია და ადაპტირებული იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი იყოს უსინათლო და მცირემხედველ პირთათვის.
მათ შეუძლიათ, ხმოვანი ფუნქციონალის მეშვეობით მოისმინონ ინფორმაცია ყველა სერვისის შესახებ. ეს არის საბაზისო საჭიროებები.

სსიპ ''სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს'' ადაპტირებული ვებგვერდია (voice.sda.gov.ge, რომლის საშუალებითაც უსინათლო პირები ინფორმაციას ხმოვან რეჟიმში იღებენ). დამატებითი ფუნქციების ინტეგრირებით მხედველობადაქვეითებულ მომხმარებელს შეუძლია, შეცვალოს საიტის ფონის ფერი და შრიფტის ზომა.
უსინათლო და მცირემხედველ პირთათვის ადაპტირებულია საჯარო რეესტრის ელექტრონული პროგრამაც (https://naprweb.reestri.gov.ge), რომლის საშუალებითაც ინფორმაციის გაცნობა და უფასო ელექტრონული სერვისების მიღება ხმოვანი პროგრამის გამოყენებით მარტივად არის შესაძლებელი.

უსინათლოთა და მცირემხედველთა საერთაშორისო დღე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 1984 წლიდან აღინიშნება. ეს დღე მათი პირველი მასწავლებლის, ცნობილი ფრანგი ტიფლოპედაგოგის, ვალენტინ ჰაიუს, დაბადების დღეს უკავშირდება. დღეს 50 მილიონზე მეტი უსინათლო ადამიანია. საქართველოში ეს დღე 2010 წლიდან აღინიშნება, 2013 წლიდან კი, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ყველა მისი სერვისი ხელმისაწვდომი გახადოს უსინათლო და მცირემხედველი მოქალაქეებისთვის.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მეუფე ანდრეას განმარტებით, მოსაყდრე შემცვლელი, ან მემკვიდრე არაა და ამის დაზუსტება მოხდა

მეუფე ანდრეას განმარტებით, მოსაყდრე შემცვლელი, ან მემკვიდრე არაა და ამის დაზუსტება მოხდა

8 წუთის წინ

"გუშინ სინოდმა იმსჯელა და ეს იყო დაზუსტება სახელდებისა. ყოვლადუსამღვდელოესი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, მეუფე შიოს ამჟამინდელი მდგომარეობის. ის რამდენიმე თვის წინ იქნა გამოცხადებული პატრიარქის მესაყდრედ. იქნა დაზუსტებული, რომ ის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167