მედიკამენტებზე ქართულ ენაზე ანოტაცია შესაძლოა სავალდებულო გახდეს

მედიკამენტებზე ქართულ ენაზე ანოტაცია შესაძლოა სავალდებულო გახდეს

მედიკამენტებზე ქართულ ენაზე ანოტაცია შესაძლოა სავალდებულო გახდეს. აღნიშნულს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში დედაქალაქის საკრებულომ წარადგინა. ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო კობახიძეა.

როგორც საკანონმდებლო წინადადების ავტორი განმარტავს, მომხმარებელს, დღეის მდგომარეობით არ აქვს შესაძლებლობა გაეცნოს ფარმაცევტული პროდუქტის ძირითად მახასიათებლებს, რადგან საქართველოს ბაზარზე მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქციის უმრავლესობას არ ახლავს თანდართული ანოტაცია სახელმწიფო ენაზე, რაც შეუძლებელს ხდის მომხმარებელთა უმრავლესობისთვის კონკრეტული პროდუქტის შესახებ სრული ინფორმაციის მიღებას. 

„მიზანშეწონილია, კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, რათა მომხმარებელს ჰქონდეს წვდომა ქართულ ენაზე ფარმაცევტული პროდუქტის ისეთი მახასიათებლების შესახებ, როგორიცაა სხვა ფარმაცვტულ პროდუქტებთან ურთიერთქმედება, მიღების წესი და დოზირება, შენახვის პირობები, გვერდითი მოვლენები და ა.შ“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში. 

იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი გაიზიარებს ამ ინიციატივას, ცვლილება ძალაში 2018 წლის 1 ივლისიდან შევა. 

ისლანდიის პრეზიდენტის რეზიდენციაში ქართველი ლინგვისტის გრიგოლ მაჭავარიანის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

ისლანდიის პრეზიდენტის რეზიდენციაში ქართველი ლინგვისტის გრიგოლ მაჭავარიანის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

26 წუთის წინ

შეხვედრის ფარგლებში ელჩმა და პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველო-ისლანდიის თანამშრომლობის საკითხებზე. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი ლინგვისტისა და მთარგმნელის, გრიგოლ მაჭავარიანის მოღვაწეობას, რომელსაც განსაკუთრებული...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186