2017 წლის 10 თვის მონაცემებით ავტოსაგზაო შემთხვევები 14%-ით შემცირდა

2017 წლის 10 თვის მონაცემებით ავტოსაგზაო შემთხვევები 14%-ით შემცირდა

შსს-მ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის პირველი შედეგები გამოაქვეყნა. 

უწყების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებლების კლება ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებისა და პრევენციის მიზნით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მრავალკომპონენტიან, გრძელვადიან პროგრამას აგრძელებს, რომელიც ტექნოლოგიურ რეფორმას, საკანონმდებლო ცვლილებებსა და სოციალურ კამპანიას მოიცავს.

პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის 1 ივლისიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები, ამოქმედდა ე.წ. ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება. მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან კი ფუნქციონირება დაიწყო ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა და ძალაში შევიდა ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის, მათ შორის, ავტოავარიების შედეგად გარდაცვლილებისა და დაშავებულების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ჩაატარა. ანალიზის შედეგად, 2017 წლის ათი თვის მონაცემებით, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევები 14 %-ით, გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 7 %-მდე, ხოლო დაშავებულების - 12 %-მდეა შემცირებული.

შსს-ს მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებლების კლება ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში

მეტროსადგურ "ვარკეთილში" უხარისხო სამუშაოების შესრულების გამო სამ პირს ბრალდება წარედგინა

მეტროსადგურ "ვარკეთილში" უხარისხო სამუშაოების შესრულების გამო სამ პირს ბრალდება წარედგინა

1 საათის წინ

"საქართველოს პროკურატურამ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ განხორციელებული უხარისხო სარემონტო სამუშაოების შესრულების საქმეზე, შს სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გულგრილობის, უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო, უხარისხო...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167