თამარ კეკენაძე: პრემიერ კვირიკაშვილს უსაფრთხოების სექტორის ანაბანა არ ესმის

თამარ კეკენაძე: პრემიერ კვირიკაშვილს უსაფრთხოების სექტორის ანაბანა არ ესმის

"როგორც ჩანს პრემიერ კვირიკაშვილს უსაფრთხოების სექტორის ანაბანა არ ესმის" - ასე აფასებს პარტია "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე ხელისუფლებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს.

"იმ ფონზე, როდესაც უშიშროების საბჭო გაუქმებულია ახალი კონსტიტუციით, ახლა, კრიზისების საბჭოს ექნება მხოლოდ ტექნიკური რეაგირების ფუნქცია. ვინ მიხედავს სტრატეგიული თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებს? ტერიტორიები დავიბრუნეთ? ჰიბრიდული საფრთხეები დავამარცხეთ, თუ რეგიონი გამოვიცვალეთ და ნატოში და ევროკავშირში შევედით?", - აცხადებს თამარ კეკენაძე.

პარტიის გენერალური მდივნის განმარტებით "სამთავრობო ცვლილებებით ქართული ოცნება ცდილობს შექმნას განახლების ილუზია, ქვეყანაში სრული ერთპარტიული მმართველობის დამყარების ფონზე. ერთი წელია, რაც "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, ანუ მათ შეეძლოთ დაუბრკოლებლად განეხორციელებინათ ყველა რეფორმა, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება, სერიოზული პრობლემებია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სასამართლო სრულიად პოლიტიზირებული და კონტროლირებადი გახდა.

"ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის არაფორმალური მმართველობა და გაურკვეველი საგარეო კურსი, საკადრო და სტრუქტურული ცვლილებებით. ეს რეალობა არ იცვლება" - აცხადებს თამარ კეკენაძე.
 

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

11 საათის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167