ვოლსკი სამთავრობო ცვლილებების პროექტზე: საერთო განწყობაა, მხარი დავუჭიროთ

ვოლსკი სამთავრობო ცვლილებების პროექტზე: საერთო განწყობაა, მხარი დავუჭიროთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებების პროექტს პარლამენტი მხარს დაუჭერს. 

„ჯერჯერობით იმაზე მეტს ვერ ვიტყვი, რაც პრემიერმა განაცხადა. ყველაფერი გამჭვირვალედ და კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს და მაქსიმალურად უნდა იქნას ადამიანური ფაქტორი გათვალისწინებული ამ ცვლილებებისას. ვფიქრობ, რომ ეს სწორი მიდგომაა. განცხადება პოლიტიკურად სწორია, როგორ განხორციელდება, ამას თვალყურს მივადევნებთ.

ვფიქრობ საერთო განწყობაა, მხარი უნდა დავუჭიროთ, ვინაიდან ოპტიმიზაციის გარდა, საუბარია მართვის სისტემის დახვეწაზე, რაც ახალი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტალღაა. თქვენ გახსოვთ, რომ საკმაოდ სერიოზული სტრუქტურული ცვლილებები მოხდა როგორც ძალოვანი სტრუქტურების, ასევე ჯანდაცვის და სხვა უწყებების სისტემაში. ასე რომ ეს სიახლე არ არის. ამის თაობაზე განცხადებული იყო. ვფიქრობ, განხილვა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართება იმ კანონპროექტის, რომელიც აღნიშნული ცვლილებების დამტკიცებას ითვალიწინებს”, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პრემიერმა დღეს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 18 სამინისტროდან 14 უწყება დარჩება.

4 უწყება – ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვა უწყებებს უერთდება.

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

11 საათის წინ

მისი თქმით, არასერიოზული ოპოზიცია გვყავს და ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ფრანგებს, რაც საქართველოს იმიჯისთვის კარგი არ არის. „რაც შეეხება იმ არასერიოზულ კითხვებს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და მათ მიერ წარსულში დაფინანსებული პირებისგან...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151