ვაშაძე:რესტრუქტურიზაციის I ეტაპზე ბიუროკრატიული ხარჯები გამოთავისუფლდება,მერე-გაიზრდება

ვაშაძე:რესტრუქტურიზაციის I ეტაპზე ბიუროკრატიული ხარჯები გამოთავისუფლდება,მერე-გაიზრდება

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ სამთავრობო რესტრუქტურიზაციის პირველ ეტაპზე საბიუჯეტო თანხები გამოთავისუფლდება, ხოლო შემდეგ ისევ გაიზრდება.

როგორც გიორგი ვაშაძემ ამ საკითხზე "აიპრესს" განუცხადა, პრობლემა ისაა, რომ სისტემური ცვლილება არ მომხდარა.

"ევროინტეგრაციის რამდენიმეკაციანი სასტუმრო არ მგონია ფუნდამენტური საკითხი იყოს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში, მაგრამ კარგი იყო გამოყოფილი იყო ამ თემების - ევროპასთან ინტეგრაციის პრიორიტეტი და მუშაობდა მაღალი სტატუსის მქონე ჯგუფი. რამდენად ეფექტური იყო დოლიძის მუშაობა ეს ცალკე საუბრის საგანია. იქნება რაიმე ანგარიში მაინც მოგვასმენინონ, თვითონ რაში ხედავენ წარმატებას. 

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას და გარემოს დაცვას, აქაც იგივე შეიძლება ვთქვა, რომ ორი სამინისტროს შერწყმით, ნამდვილად ვერ გეტყვით, ეს პოზიტიურ თუ ნეგატიურ შედეგს გამოიღებს. სამწუხაროდ, როგორც აქამდე ხდებოდა და როგორც "ქართულ ოცნებას" ახასიათებს, ეს უფრო ტექნიკური გაერთიანებებია და არა სისტემური.

საქართველოს სჭირდება სისტემურად ახალი რეფორმები, ინოვაციების დანერგვა სჭირდება ყველა მიმართულებით. მთავრობაში მოქმედი სისტემა არ შეესაბამება არსებულ გამოწვევებს. ეკონომიკური ზრდა არის ის მაქსიმუმი, რასაც შეიძლება მივაღწიოთ საქართველოში. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ იგივე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გაერთიანებაში სახელში რომელი უფრო ადრე ეწერება, ეს არის მნიშვნელოვანი. მე მაგალითად, გავაკეთებდი სისტემურ ცვლილებებზე პრეზენტაციას, რაც სჭირდება ქვეყანას. შინაარსობრივად რას ვცვლით, რა იქნება ახალი მართვის პროცესში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

კითხვაზე, ფიქრობს, რომ ბიუჯეტიდან თანხების გამოთავისუფლებაც არ მოხდება? - გიორგი ვაშაძე პასუხობს, რომ სიმბოლური გამოთავისუფლება იქნება პირველ ეტაპზე. 

"დარწმუნებული ვარ შემდეგ პირიქით გაიზრდება ბიუროკრატიული დანახარჯები. ეს იმიტომ, რომ ხაზს ვუსვამ, არა სისტემურ ცვლილებასთან გვაქვს საქმე, არამედ სტრუქტურულ გაერთიანებასთან. ამის მოწმენი ვიქნებით. არა პირველივე დღეს, არამედ შემდგომ პერიოდში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 18 სამინისტროდან 14 უწყება დარჩება. 4 უწყება – ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვა უწყებებს უერთდება.

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

11 საათის წინ

მისი თქმით, არასერიოზული ოპოზიცია გვყავს და ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ფრანგებს, რაც საქართველოს იმიჯისთვის კარგი არ არის. „რაც შეეხება იმ არასერიოზულ კითხვებს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და მათ მიერ წარსულში დაფინანსებული პირებისგან...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151