უგულავა: გახარიას არ ჰქონია პოლიციასთან შეხება, მაგრამ ივანიშვილის მეგობარია მოსკოვიდან

უგულავა: გახარიას არ ჰქონია პოლიციასთან შეხება, მაგრამ ივანიშვილის მეგობარია მოსკოვიდან

"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანის, გიგი უგულავას განცხადებით, "გიორგი გახარია არცერთ კრიტერიუმს, არ აკმაყოფილებს, მაგრამ ივანიშვილის ახლო თანამშრომელია, მოსკოვის პერიოდიდან".

"საკადრო ნაწილში მთელი რიგი ცვლილებები, აბსოლუტურად ვერ პასუხობს, მინიმალურ სტანდარტსაც კი , გახარია, ზოგადად ვიტყვი, რომ დაწინაურდა და ძალაუფლება შეინარჩუნა, იმ პირებმა, რომლებიც ახლო ურთიერთობით გამოირჩევიან ბატონ ივანიშვილთან. ეს ცვლილებებიც ატარებს ერთ ხაზს, ეს არის ივანიშვილთან სიახლოვე. გახარია, რომელიც არც პოლიტიკურ ფიგურას წარმაოდგენს და არც ამავდროულად პოლიციასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ინიშნება შს მინისტრად.

ორი კრიტერიუმი შეიძლება არსებობდეს, ეს არის ან პროფესიული გამოცდილება ან პოლიტიკური წონა და პოლიტიკური გამოცდილება, არცერთ კრიტერიუმს, ეს ადამიანი არ აკმაყოფილებს, მაგრამ არის ივანიშვილის ახლო თანამშრომელი მოსკოვის პერიოდიდან", - განსცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, დღეს შს მინისტრის თანამდებობაზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარია წარადგინა, იგი შს მინისტს გიორგი მღებრიშვილს ჩაანაცვლებს

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

11 საათის წინ

მისი თქმით, არასერიოზული ოპოზიცია გვყავს და ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ფრანგებს, რაც საქართველოს იმიჯისთვის კარგი არ არის. „რაც შეეხება იმ არასერიოზულ კითხვებს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და მათ მიერ წარსულში დაფინანსებული პირებისგან...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151