ტარიელ ხეჩიკაშვილი: მე დავბრუნდები ბიზნესში

ტარიელ ხეჩიკაშვილი: მე დავბრუნდები ბიზნესში

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინიტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და იუწყება, რომ ის ბიზნესს უბრუნდება. 

„დარწმუნებული ვარ, რომ ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ჩვენი მთავრობის პირობებში ქართულ სპორტში მიმდინარეობდა, აუცილებლად გაგრძელდება.
მე, რა თაქმა უნდა, ვრჩები ქართული სპორტის და ქვეყნის სამსახურში - სპორტს ვემსახურებოდი ბიზნესიდან, ახლა მინისტრის რანგში და ასე იქნება მომავალშიც. ჩემთვის ქვეყნის და სპორტის სიყვარული არის ერთ-ერთი უპირველესი. იმ დიდი გამოცდილების შემდეგ, რომელიც მინისტრობის პერიოდში მივიღე, კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ.

ცხადია, ვესაუბრე მიხეილ გიორგაძეს, ჩვენ ვართ კოლეგები და მეგობრები. მე მაქსიმალურად შევუწყობ ხელის იმას, რომ ის რეფორმები, რაც სამინისტროში დავიწყეთ, გაგრძელდეს და წარმატებული იყოს ქართული სპორტისთვის.

მე დავბრუნდები ბიზნესში და იქიდანაც ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებ ქართული სპორტის სასიკეთოდ", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს დილით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრობო ცვლილებები გააცნო საზოგადოებას, რომლის მიხედვითაც, სპორტის სამინისტრო კულტურის სამინისტროს უერთდება, რომლის ხელმძღვანელიც მიხეილ გიორგაძე იქნება. ტარიელ ხეჩიკაშვილი პრემიერის გადაწყვეტილებით, მინისტრი აღარ იქნება.

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

9 საათის წინ

მატჩის პირველი ტაიმი ძალიან დაძაბულად წარიმართა. მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ბრძოლა გაიმართა. იყო რამდენიმე უხეშობაც. გუნდებს გოლის გატანაც შეეძლოთ. ხორვატები განსაკუთრებულად მეურვეობდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ლეო მესის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167