სლოვენიის პრეზიდენტი მეორე ვადით აირჩიეს

სლოვენიის პრეზიდენტი მეორე ვადით აირჩიეს

სლოვენიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მეორე ვადით, პრეზიდენტმა ბორუტ პაჰორმა გაიმარჯვა. სლოვენიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, უკვე დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 99.98%.

პაჰორს ამომრჩეველთა 52.94% -მა დაუჭირა მხარი. მოქალაქეების 47.06%-მა ხმა მის მეტოქეს, მარიან შარეცს მისცა. ამომრჩეველთა აქტივობამ 41.74% შეადგინა. Associated Press- ის ინფორმაციით, შარეცმა არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა.

მეორე ტურში მიღებულ შედეგებს მან "კარგი" უწოდა. თუმცა, მისი აზრით, არჩევნების შედეგები იმის დემონსტრირებაა, რომ "სლოვენიის მოქალაქეებს ცვლილება სურთ". სლოვენია საპარლამენტო სახელმწიფოა, ამიტომ პრეზიდენტის ფუნქციები შეზღუდულია. ქვეყნის პირველი პირი ხუთწლიანი ვადით აირჩევა.

აღსანიშნავია, რომ ბორუტ პაჰორი ბოლო დროს სოციალ-დემოკრატიის ლიდერი იყო. ასევე, 2008 წლიდან 2012 წლამდე სლოვენიის მთავრობას ხელმძღვანელობდა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე რთული ფინანსური კრიზისის დროს. საარჩევნო კამპანიის დროს პაჰორმა განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა ხალხის გაერთიანება იყო.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, 25 დღის განმავლობაში, მან სლოვენიის ქალაქებსა და სოფლებში ამომრჩეველთან შეხვედრები გამართა. ამავდროულად, მარიან შარეცი კომედიური ჟანრის მსახიობია. ის ქალაქ კამნიკის მერი იყო ორი ვადით.

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

8 საათის წინ

რეზოლუციის სპონსორია საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, კონგრესმენი ტედ პო (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი). რეზოლუციას ამ ეტაპზე ჰყავს 8 თანასპონსორი კონგრესმენი, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან. რეზოლუცია წინ...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167