რა ხდება ამ წუთებში ოზურგეთში - პოლიცია, სასწრაფო დახმარება და აქცია საოლქოსთან (ვიდეო)

რა ხდება ამ წუთებში ოზურგეთში - პოლიცია, სასწრაფო დახმარება და აქცია საოლქოსთან (ვიდეო)

ოზურგეთში, სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დაიძაბა. არჩევნების მეორე ტურის შედეგებს სარჩევნო ოლქთან ელოდებიან დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის მხარდამჭერები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.

როგორც "აიპრესთან" საუბრისას კოტე შარაშენიძის მხარდამჭერი, ამირან ბაქანიძე აცხადებს, ისინი მისულები არიან საკუთარი ხმების დასაცავად, რადგან მათი ინფორმაციით, უბნების დიდ ნაწილში თავად ლიდერობენ. "ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს ხელისუფლებამ, რომ ყოველთვის ისინი ვერ იქნებიან გამარჯვებუები" - აცხადებს ამირან ბაქანიძე.

თუმცა, ჯერ კიდევ ყველა უბანი არ არის დათვლილი, ამ დროის მონაცემებით, ოლქში კიდევ 4 უბნის შედეგებს ელოდებიან. შეგახსენებთ, რომ დღეს ოზურგეთში მეორე ტური ჩატარდა, სადაც ერთმანეთს "ქართული ოცების" კანდიდატი ბეგლარ სიორიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტატინე შარაშენიძე უპირისპირდებიან.

თეონა ჭალიძე: ქუთაისის მაგალითმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასადილოებში პრობლემებია

თეონა ჭალიძე: ქუთაისის მაგალითმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასადილოებში პრობლემებია

13 საათის წინ

"ქვეყნის მასშტაბით, უფასო სასადილოებით ათიათასობით ადამიანი სარგებლობს. მხოლოდ თბილისში 40000 მდე პირია ჩართული სასადილოების პროგრამაში, 8000-მდე სოციალურად დაუცველი პირი კი მოლოდინის რეჟიმშია და ითხოვს პროგრამაში ჩართვას. მოთხოვნა სოციალური...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167