ალექსანდრე გრიგალავა: მადლობა მარტვილის მოსახლეობას ნდობისთვის

ალექსანდრე გრიგალავა: მადლობა მარტვილის მოსახლეობას ნდობისთვის

მარტვილის მერობის კანდიდატმა "ქრთული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" ალექსანდრე გრიგალავამ, ამომრჩევლებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს შედეგი ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, ხვალიდან შევუდგებით უკვე საქმეების კეთებას, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მმართველ პარტიას, რომ ნდობა გამომიცხადეს და მომცეს შესაძლებლობა მარტვილი მერი გავმხდარიყავი. განსაკუთრებული მადლობა მარტვილის მოსახლეობას, რომელიც მენდო და მხარდაჭერა გამომიცხადა. ჩვენ აუცილებლად გავამართლებთ ხალხის იმედებს და განვახორიელებთ ყველა პროექტს რაც მარტვილს ბევრად უკეთესს გახდის“ - განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.

შეგახსენებთ, №65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიამ 39 საარჩევნო უბნის მონაცემები უკვე შეაჯამა. მარტვილის მუნიციპალიტეტში მეორე ტურის არჩევნებზე 12 629 ამომრჩეველი მივიდა.

თვითმმართველი თემის მარტვილის მერობის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ 11 480 ხმა მიიღო, რაც მოსული ამომრჩეველის 93,04% შეადგენს.

გოცირიძე: ორი რამ მაოცებს - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა

გოცირიძე: ორი რამ მაოცებს - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა

1 საათის წინ

"დაამტკიცეს აჭარის მთავრობის ახალი მეათაური და ისევ გამახსენდა დიდი მსგავსება ჩემსა და იმანუელ კანტს შორის. იმას მაღლა ცაში ვარსკვლავებით მოჭედილი ცა აოცებდა და მორალური კანონები საკუთარ თავში. მეც ხომ მასავით ორი რამ მაოცებს:...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080