17:00 საათის მონაცემებით მარტვილში მერის არჩევნების მეორე ტურზე 10036 ამომრჩეველი მივიდა

17:00 საათის მონაცემებით მარტვილში მერის არჩევნების მეორე ტურზე 10036 ამომრჩეველი მივიდა

№65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გრიგოლ ბართაიას ინფორმაციით 17:00 საათის მონაცემებით 10 036 ამომრჩელი მოვიდა, რაც 30,75%-ს შეადგენს. 

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 39 საარჩევნო უბნიდან მხოლოდ №12 უბანზე შემოვიდა საჩივარი. მომჩივანის ინფორმაციით მოქალაქე პირადობის მოწმობის გარეშე გაატარეს და ხმა მისცა . "ამ საჩივარს საარჩევნო კომისიაორი დღის ვადაში განიხილვას".

№65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, პირველ ტურთან შედარებით ამომრჩეველის აქტივობა დაბალია. 

ცნობისთვის, ცესკო-ს მონაცემებით მარტვილის მუნიციპალიტეტში პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, რის გამო 12 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური ტარდება.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატების ხმათა რაოდენიბა ასე გადანაწილდა:

ალექსანდრე გრიგალავა (ქართული ოცნება)- 49,76%

მამუკა დანელია (ნაციონალური მოძრაობა)- 35, 81%

გიორგი რუხაია (ევროპული საქართველო)- 13,82%

ნოდარ მატკავა (ახალი საქართველო)- 0,61%
 

აზერბაიჯანის დედაქალაქი კამკას ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს

აზერბაიჯანის დედაქალაქი კამკას ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს

11 საათის წინ

  რეგიონის სახელმწიფოებისა და შეერთებული შტატების 200-მდე წარმომადგენელი სამი დღის განმავლობაში  რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მზარდ რეგიონალიზმზე,  კასპიის ზღავზე თანამშრომლობის პერსპექტივებზე და არსებულ გამოწვევებზე...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151