15:00 საათის მონაცემებით მარტვილში მერის არჩევნების მეორე ტურზე  7846 ამომრჩეველი მივიდა

15:00 საათის მონაცემებით მარტვილში მერის არჩევნების მეორე ტურზე 7846 ამომრჩეველი მივიდა

დღეს, თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის და თვითმმართველი თემების ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური იმართება.


"აიპრესთან" №65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ბართაია აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის 39 საარჩევნო უბანი 15:00 საათის მონაცემებით 7 846 ამომრჩეველი მივიდა, რაც 24,03% შეადგენს.

არჩევნების პირველ ტურზე 15:00 საათის მონაცმებით, ამომრჩეველთა როდენობა 40,08% იყო.

როგორც ბართაია ამბობს, ამ დრომდე არცერთ სარჩევნო უბანზე საჩივარი არ დაწერილა. მისივე თქმით, მარტვილის მუნიციპალიტეტში ოფიციალური მონაცემებით 31 531 ამომრჩეველია.

ცნობისთვის, ცესკო-ს მონაცემებით მარტვილის მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, რის გამო 12 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური ტარდება.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატების ხმათა რაოდენიბა ასე გადანაწილდა:

ალექსანდრე გრიგალავა (ქართული ოცნება)- 49,76%

მამუკა დანელია (ნაციონალური მოძრაობა)- 35, 81%

გიორგი რუხაია (ევროპული საქართველო)- 13,82%

ნოდარ მატკავა (ახალი საქართველო)- 0,61%

აზერბაიჯანის დედაქალაქი კამკას ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს

აზერბაიჯანის დედაქალაქი კამკას ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს

11 საათის წინ

  რეგიონის სახელმწიფოებისა და შეერთებული შტატების 200-მდე წარმომადგენელი სამი დღის განმავლობაში  რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მზარდ რეგიონალიზმზე,  კასპიის ზღავზე თანამშრომლობის პერსპექტივებზე და არსებულ გამოწვევებზე...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151