12:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ოზურგეთში ფიქსირდება

12:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ოზურგეთში ფიქსირდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, 6-ვე საარჩევნო ოლქში საერთო ჯამში ამომრჩეველთა აქტივობა 11.55 %-ს შეადგენს (37 917 ამომრჩეველი).

საარჩევნო ოლქების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა ოზურგეთში ფიქსირდება. იქ ამომრჩეველთა აქტივობა 21.5%-ს შეადგენს. ოზურგეთის შემდეგ მაღალი აქტივობა ფიქსირდება ბორჯომში - 18.2%, ყაზბეგში - 17.4%, ხაშურსა და მარტვილში 11.5-11.5%, ყველაზე დაბალი აქტივობაა ქუთაისში, 6.2%. 

ცნობისთვის, ოზურგეთში, ბორჯომში, ყაზბეგში, ხაშურში, მარტვილსა და ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. 

ისლანდიის პრეზიდენტის რეზიდენციაში ქართველი ლინგვისტის გრიგოლ მაჭავარიანის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

ისლანდიის პრეზიდენტის რეზიდენციაში ქართველი ლინგვისტის გრიგოლ მაჭავარიანის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

29 წუთის წინ

შეხვედრის ფარგლებში ელჩმა და პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველო-ისლანდიის თანამშრომლობის საკითხებზე. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი ლინგვისტისა და მთარგმნელის, გრიგოლ მაჭავარიანის მოღვაწეობას, რომელსაც განსაკუთრებული...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186