დონალდ ტრამპი ფილიპინების პრეზიდენტს პირველად შეხვდა

დონალდ ტრამპი ფილიპინების პრეზიდენტს პირველად შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფილიპინების პრეზიდენტს როდრიგო დუტერტეს პირველად შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

პრეზიდენტების შეხვედრა ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შედგა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეხვედრა მეგობრულ ატმოსფეროში გაიმართა.

"ლიდერები გამოთქვამენ კმაყოფილებას, რომ მათ ერთმანეთის პირადად გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ, ეს იყო ხანმოკლე, მაგრამ თბილი შეხვედრა", - განაცხადა ფილიპინების პრეზიდენტის პრესმდივანმა, გარი როკემ.

შეგახსენებთ, 11 ნოემბერს დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს შეხვდა, სადაც მხარეებმა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს. ცნობილია, რომ საუბარი ხანმოკლე იყო. 

ავსტრია მზადაა, ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრისთვის პლატფორმა უზრუნველყოს

ავსტრია მზადაა, ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრისთვის პლატფორმა უზრუნველყოს

25 წუთის წინ

"ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მათ ასეთი შეხვედრის ჩატარებაში, თუმცა ეს ჩვენზე დამოკიდებული არ არის", - განაცხადა ავსტრიის ვიცე-კანცლერმა. მისი თქმით, ავსტრია ნეიტრალური და უსაფრთხო ქვეყანაა, რაც ასეთი ღონისძიების გამართვისთვის...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186