სლოვენიაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

სლოვენიაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

სლოვენიაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. დაახლოებით 1.7 მილიონმა ამომრჩეველმა ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 19:00 საათამდე უნდა შეძლოს. ამის შესახებ ინფორმაციას DW ავრცელებს.

საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბორუტ პაჰორი (პირველი ტურისთვის მან ხმის 47% დააგროვა) და მარიან შარეცი (პირველ ტურში ხმების 27% დააგროვა) უპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ ბორუტ პაჰორი ბოლო დროს სოციალ-დემოკრატიის ლიდერი იყო. ასევე, 2008 წლიდან 2012 წლამდე სლოვენიის მთავრობას ხელმძღვანელობდა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე რთული ფინანსური კრიზისის დროს. საარჩევნო კამპანიის დროს პაჰორმა განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა ხალხის გაერთიანება იყო. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, 25 დღის განმავლობაში, მან სლოვენიის ქალაქებსა და სოფლებში ამომრჩეველთან შეხვედრები გამართა. ამავდროულად, მარიან შარეცი კომედიური ჟანრის მსახიობია. ის ქალაქ კამნიკის მერი იყო ორი ვადით.

აღსანიშნავია, რომ სლოვენიის პრეზიდენტი, როგორც ჩეხეთში, წამყვან ფუნქციებს არ ასრულებს. თუმცა, სახელმწიფოს მეთაური ჯარებს ხელმძღვანელობს და კანდიდატებს რიგ მნიშვნელოვან თანამდებობებზე წარადგენს, მათ შორის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელსაც ირჩევს.

ევროსაბჭომ ყირიმთან დაკავშირებით სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროსაბჭომ ყირიმთან დაკავშირებით სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

29 წამის წინ

კერძოდ, სანქციები ევროკავშირში ყირიმიდან და სევასტოპოლიდან შემოსული პროდუქტის იმპორტს კრძალავს. დოკუმენტი ასევე უკრძალავს ევროკავშირის მოქალაქეებს ნახევარკუნძულზე ეკონომიკასა და ბიზნესში ინვესტიციების განხორციელებას. როგორც...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186