დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან მორიგ შეხვედრას არ გამორიცხავს

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან მორიგ შეხვედრას არ გამორიცხავს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის რუს კოლეგასთან შესაძლო შეხვედრის თაობაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post ავრცელებს.

"ჩვენ გვექნება შეხვედრა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. არ ვიცნობ მას, როგორც ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, რადგან ძალიან ბევრი დრო გავატარე პრეზიდენტ ძინპინთან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ", - განაცხადა ტრამპმა შეკითხვაზე საპასუხოდ, გეგმავს თუ არა რუსეთის ლიდერთან მორიგ შეხვედრას.

ამა წლის 11 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა და მისმა ამერიკელმა კოლეგამ დონალდ ტრამპმა, ვიეტნამში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, ფოტოს გადაღების ცერემონიის დაწყებამდე ისაუბრეს. როგორც Reuters-ი წერს, 11 ნოემბერს ტრამპმა და პუტინმა კვლავ ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი. მათ შორის დიალოგი კი მაშინ შედგა, როდესაც ისინი ფოტოს გადასაღებად მიემართებოდნენ.

პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა შემდეგ განაცხადა, რომ ლიდერებმა სირიის შესახებ ერთობლივი განცხადება დადებითად შეაფასეს და სწორედ ამის შესახებ შედგა დიალოგი. განცხადება კი რუსეთისა და აშშ-ის ექსპერტების მიერ ერთობლივად, სერგეი ლავროვთან და რექს ტილერსონთან შეთანხმების შედეგად მომზადდა.

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

8 საათის წინ

რეზოლუციის სპონსორია საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, კონგრესმენი ტედ პო (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი). რეზოლუციას ამ ეტაპზე ჰყავს 8 თანასპონსორი კონგრესმენი, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან. რეზოლუცია წინ...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167