საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა 54:22 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა 54:22 დაამარცხა

თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, "დინამო არენაზე" კანადას უმასპინძლა და 32 ქულიანი სხვაობით - 54:22 დაამარცხა. 

მილტონ ჰეიგის შეგირდებმა პირველი ნახევრი 23:8 მოიგეს.  "ბორჯღალოსნების" პირველი 16 ქულა სოსო მათიაშვილის ანგარიშზეა, რასაც ზუსტი გარდასახვა და 3 ჯარიმაც მიაყოლა. პირველი ტაიმის დამატებულ დროში ნემსაძემ შეტევა ლელოთი დააგვირგვინა.

მეორე ნახევარიც, პირველის მსგავსად, ქართველი მორაგბეების უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, სოლიდურ შედეგში აისახა.

თიბისი რაგბის სერიების შემდეგ თამაშს, ქართველი ბორჯღალოსნები 25 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, "მიხეილ მესხზე" გამართავენ. 

რუსეთი პრაქტიკულად მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალშია

რუსეთი პრაქტიკულად მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალშია

9 საათის წინ

რუსეთის ნაკრებმა პირველ ტურში საუდის არაბეთი დაამარცხა ანგარიშით 5:0. ამგავრად რუსეთს 6 ქულა აქვს, ბურთების შეფარდება კი 8-1-ზე. 46-ე წუთზე ეგვიპტელმა აჰმედ ფატჰიმ საკუთარ კარში ჩაჭრა. მეორე გოლი რუსეთმა მატჩის 59-ე წუთზე გაიტანა, გოლის ავტორი...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151