პუტინი: ტრამპთან შეხვედრა რუსეთისა და აშშ-ის კრიზისული ურთიერთობის გამო არ შედგა

პუტინი: ტრამპთან შეხვედრა რუსეთისა და აშშ-ის კრიზისული ურთიერთობის გამო არ შედგა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განმარტა თუ რა მიზეზით არ შედგა მისი და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრა, რომლებიც ვიეტნამში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე იმყოფებიან.

"ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობები კრიზისიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა", - აცხადებს პუტინი.

მისი თქმით, მოსკოვი მზადაა ამ ფურცლის გადაშლისათვის, წინ წასვლისთვის, პრობლემების მოგვარებისთვის, რომლებითაც დაინტერესებულია როგორც რუსეთი, ისევე ამერიკა.

მიუხედავად იმისა, რომ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა ცალკე არ გაიმართა, მათ შორის მოკლე დიალოგი სამიტზე, ფოტოს გადაღების ცერემონიის დაწყებამდე შედგა, რომლის დროსაც ლიდერებმა სირიის საკითხთან დაკავშირებული გამოსვლა დადებითად შეაფასეს.

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

8 საათის წინ

რეზოლუციის სპონსორია საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, კონგრესმენი ტედ პო (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი). რეზოლუციას ამ ეტაპზე ჰყავს 8 თანასპონსორი კონგრესმენი, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან. რეზოლუცია წინ...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167