ლევან ლიპარტია: განვახორციელებ ყველა იმ პროექტს, რაც ბორჯომის საკეთილდღეოდ არის მიმართული

ლევან ლიპარტია: განვახორციელებ ყველა იმ პროექტს, რაც ბორჯომის საკეთილდღეოდ არის მიმართული

პარტია ''ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს'' ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია მმართველ გუნდსა და ადგილობრივ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

როგორც ლიპარტიამ ბორჯომელ ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, გამარჯვების შემთხვევაში, ყველა იმ პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელიც ბორჯომის საკეთილდღეოდ არის მიმართული.

''პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს ნდობისთვის, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და ბორჯომში მერობის კანდიდატად წარმადგინა. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია. ვაპირებ, განვახორციელო ყველა ის პროექტი და მიმართულება, რაც ბორჯომის საკეთილდღეოდ არის მიმართული. გარწმუნებთ, რომ ოთხი წლის შემდეგ, ბორჯომი ბევრად უფრო ლამაზი და განვითარებული იქნება'', - განაცხადა ლევან ლიპარტიამ.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას 12 ნოემბერს, არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

ლევალ ლიპარტიას მხარდამჭერ შეხვედრას ''ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს'' აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

გიორგი ვაშაძე: ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი არის უპრეცენდენტო მსოფლიოში

გიორგი ვაშაძე: ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი არის უპრეცენდენტო მსოფლიოში

17 წუთის წინ

"ეს არის პირველი პრეცენდენტი მსოფლიოში -  უკრაინაში, შეიქმნება პირველი ანტიკორუფცული სასამართლო და ეს იქნება კორუფციასთან ბრძოლის რეალური ინსტიტუცია. კანონპროექტი კომიტეტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა. უმეტესობა  თანხმდება, რომ ეს არის...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341