საფრანგეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთს ეწვია

საფრანგეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთს ეწვია

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Al Arabiya ავრცელებს.

ერ-რიადის აეროპორტში მას პრინცი მუჰამედ ბენ სალმანი დახვდა. მაკრონი სალმანთან რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს.

მანამდე, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობამ არაბული კოალიციის ხელმძღვანელობით იემენში ყველა საჰაერო და საზღვაო პორტი დახურა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერ-რიადთან ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადისკენ მიმართული ბალისტიკური რაკეტის გაშვების უკან ირანი დგას.

"ჩემი აზრით, საუდის არაბეთის მიმართულებით ბალისტიკურ რაკეტა ირანმა გაუშვა, თუმცა ჩვენმა სისტემამ მისი ჩამოგდება შეძლო", - აცხადებს ტრამპი. მას მხედველობაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსი Patriot-ი ჰქოდა, რომელიც სამეფოს შეიარაღებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებთან ერთად დგას.

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

15 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151