თეთრი სახლი: პუტინისა და ტრამპის ოფიციალური შეხვედრა არ შედგება

თეთრი სახლი: პუტინისა და ტრამპის ოფიციალური შეხვედრა არ შედგება

თეთრი სახლის პრესმდივნის სარა სანდერსის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანიის სამიტზე არ შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ შედგება.

სანდერსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინი და ტრამპი დიდი ალბათობით ვიეტნამში ერთმანეთს მიესალმებიან.

ტელეარხ CNN-ის ცნობით, 9 ნოემბერს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა პეკინში განაცხადა, რომ ვიეტნამში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრა დგინდება. როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, სახელმწიფოს მეთაურები ორმხრივი შეხვედრის დროს სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ. "აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება [პუტინისა და ტრამპის შეხვედრა] ჯერ კიდევ არ არის მიღწეული," - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. 

ერთი დღით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის, თავის ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპს შეხვდეს.

სერგეი ლავროვის განმარტებით, ორი ქვეყნის ლიდერს შორის მოლაპარაკებები აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში გაიმართება, რომელიც ვიეტნამში 6 ნოემბრიდან 11 ნოემბრამდე გაიმართება. პრეზიდენტების შეხვედრის გრაფიკი ამჟამად დგინდება.

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

8 საათის წინ

რეზოლუციის სპონსორია საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, კონგრესმენი ტედ პო (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი). რეზოლუციას ამ ეტაპზე ჰყავს 8 თანასპონსორი კონგრესმენი, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან. რეზოლუცია წინ...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167