ტილერსონი: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არაა

ტილერსონი: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არაა

ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შესაძლო შეხვედრა, რომელიც ვიეტნამის სამიტზე უნდა შედგეს, ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. ამის შესახებ პეკინში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა.

"ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არაა", - აცხადებს სახელმწიფო მდივანი.

ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი აცხადებს, რომ პრეზიდენტების შეხვედრა 10 ნოემბერს ვიეტნამში შედგება.

დონალდ ტრამპმა 5 ნოემბერს აზიური ტურნესთვის მზადებისას განაცხადა, რომ ვიეტნამის სამიტზე ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის იმედი აქვს. იმავე დღეს რუსეთის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის დისკუსიისათვის შესაძლო თემები დაასახელა, რაც სირიის სიტუაციის რეგულირება და ჩრდილოეთ კორეის გარშემო განვითარებული მოვლენებია.

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

8 საათის წინ

რეზოლუციის სპონსორია საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, კონგრესმენი ტედ პო (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი). რეზოლუციას ამ ეტაპზე ჰყავს 8 თანასპონსორი კონგრესმენი, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან. რეზოლუცია წინ...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167