კახა კალაძე: საზოგადოებრივი ტუალეტების საკითხს აუცილებლად მოვაწესრიგებთ!

კახა კალაძე: საზოგადოებრივი ტუალეტების საკითხს აუცილებლად მოვაწესრიგებთ!

საზოგადოებრივი ტუალეტის საკითხი ქალაქში დიდი ხანია გადაუწყვეტელ პრობლემად რჩება. აღნიშნული საკითხის მოწესრიგება დღის წესრიგში რამდენჯერმე დადგა, თუმცა უშედეგოდ. "აიპრესმა" ახალარჩეულ მერს ჰკითხა, როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას.

"თბილისის მერიას გამოცხადებული ჰქონდა ტენდერი ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტების განსათავსებლად. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აქვს ვალდებულება ქალაქის 20 წერტილში განათავსოს საზოგადოებრივი ტუალეტები. გარდა ამისა, მერია მუშაობს დამატებითი ადგილების შერჩევაზე, სადაც მომავალში ასევე უნდა განთავსდეს საზოგადოებრივი ტუალეტები. ეს ქალაქის სისუფთავის და ელემენტარული ჰიგიენის საკითხია და რა თქმა უნდა, აუცილებელია ამ მხრივ მდგომარეობის მოწესრიგება",- განუცხადა კალაძემ "აიპრესს".

თბილისის მერიამ 2007 წლის იანვარში გააფორმა ხელშეკრულება შპს "ბიოკომთან" იჯარით გადაცემულ ნაკვეთებზე ტუალატების მოსაწყობად. ხელშეკრულების ვადა 2017 წლამდე განისაზღვრა, თუმცა, როგორც ცნობილია, მერიამ შპს "ბიოკომთან" კონტრაქტი გაწყვიტა.

თემები:
ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

8 საათის წინ

"ამდენად, ფრჩხილის, ჰალსტუხის, სხვა საგნებისა თუ ორგანოების მკვნეტელები, ბატონო გვარამია, თქვენს "სიდიადეში" მოიკითხეთ და ბევრს იპოვით. მეორე- თქვენი გაწიწმატებული პოსტიდან გავიგე, რომ მიზნად,თურმე, ჩემნაირების გადაშენება დაგისახავთ და ამ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237