ლევან იზორია ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში RSM-ის ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

ლევან იზორია ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში RSM-ის ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ბელგიის სამეფოში გაემგზავრა. ბრიუსელი 8-9 ნოემბერს ნატოს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინისტერიალის ფარგლებში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. შეხვედრაზე ლევან იზორია ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით წარდგება.

მინისტერიალის ფარგლებში, ნატოს შტაბ-ბინაში TAAC NORTH-ის ფორმატში, ავღანეთში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაც იგეგმება, რომელსაც გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოწვევით, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ლევან იზორია დაესწრება.

14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება, ცვლილები 6 სამინისტროს შეეხება

14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება, ცვლილები 6 სამინისტროს შეეხება

55 წუთის წინ

ეს პროცედურა მას შემდეგ განხორციელდება, რაც პარლამენტი ფორმალურად მთავრობის შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს.  კერძოდ, მას შემდეგ რაც, დღეს არსებულ სამთავრობო სტრუქტურით, კაბინეტის წევრთა ფორმალურ შემადგენლობას პარლამენტი ნდობას...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186