გიორგი მარგველაშვილი: წმინდა ილია მართლის გზით სიარულს გისურვებთ ყველას

გიორგი მარგველაშვილი: წმინდა ილია მართლის გზით სიარულს გისურვებთ ყველას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს ულოცავს.

"დღეს უდიდესი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წელი შესრულდა. 

კაცობრიობის განვითარების ხანგრძლივ პროცესში, მუდმივად ცვალებად მსოფლიოში, ნებმისმიერი ერის ცხოვრებაში დგება გარდამტეხი მომენტი, როდესაც მისი წინსვლა თუ გაქრობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აუწყობს ფეხს ახალ გამოწვევებს, რამდენად შეძლებს შეინარჩუნოს საუკეთესო, რისთვისაც საკუთარი ისტორიის განმავლობაში მიუღწევია, და ამავდროულად, წარუვალ ტრადიციათა და კულტურულ მონაპოვართა სიმაღლიდან განჭვრიტოს მომავლის კონტურები, შეიძინოს ხვალინდელი დღის ახალი, მკაფიო ხედვა, რომელიც შინაგანი განახლებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ტრანსფორმაციის ახალ ენერგიასა და ენთუზიამს მისცემს ადამიანებს. 

ისტორიაში იშვიათად თუ მოიძებნება შემთხვევა, როდესაც ეს მისია დიდწილად ერთმა ადამიანმა იტვირთა და წარმოუდგენელი მასშტაბების პირადი ძალისხმევა მოახმარა ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის საფუძველის ჩაყრას. ილიას მოღვაწეობამ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში - კულტურაში, განათლებასა და მეცნიერებაში, ეკონომიკაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში დასახა გზა საქართველოს განვითარებისა, რომელსაც დღესაც მივყვებით, ჩაუქრობელი იმპულსი მისცა ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებას, გზა გაუკვალა მომავალ თაობებს, დაგვისახა მოქალაქეობისა და ზნეობის ურყევი ორიენტირები. 

გულითადად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს და წმინდა ილია მართლის გზით - ქვეყნის მსახურებისა და სიმართლის გზით სიარულს გისურვებთ ყველას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ბახტაძე: ფარმაციის იმპორტიორები ნაკლებ გადასახადს იხდიან, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები

ბახტაძე: ფარმაციის იმპორტიორები ნაკლებ გადასახადს იხდიან, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები

17 წუთის წინ

ბახტაძე ფარმაციის სფეროს შეეხო.  "ჩვენ მივიღეთ ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელმაც სამწუხაროდ საქართველო გახადა იმპორტზე ორიენტირებულ ქვეყანად. მაგალითისთვის, დღეს ფარმაციის იმპორტიორები იხდიან ნაკლებ გადასახდს, ვიდრე ადგილობრივი...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151