20-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ალბანეთის წინააღმდეგ ითამაშებს

20-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ალბანეთის წინააღმდეგ ითამაშებს

საქართველოს 20-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 14 ნოემბერს პირველ საერთაშორისო მატჩს გამართავს. 

ვასილ მაისურაძის გუნდი ამხანაგურ მატჩში ალბანეთის 20-წლამდე ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა 15 საათზე დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

20-წლამდელები შეკრებას 8 ნოემბრიდან სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ დაიწყებენ. ალბანელებთან სათამაშოდ კი შემდეგი ფეხბურთელები მოემზადებიან:

მეკარეები: ლევან ისიანი (გაგრა), ნიკა ქავთარაძე (ვიტ ჯორჯია);

მცველები: დავით კიკალიშვილი (ლოკომოტივი), ზაურ კერელეიშვილი (დილა), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ლუკა ბერიაშვილი (თელავი), გიორგი ცერცვაძე (ლოკომოტივი), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი);

ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი (საბურთალო), ლუკა ბაკურაძე (საბურთალო), ლუკა ფოჩხუა (შევარდენი), ომარ ბულუხაძე (შევარდენი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ), გიორგი წულეისკირი (ლოკომოტივი), ირაკლი ჯავახიშვილი (საბურთალო);

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), გიორგი მუზაშვილი (ცხინვალი).

რუსეთი პრაქტიკულად მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალშია

რუსეთი პრაქტიკულად მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალშია

9 საათის წინ

რუსეთის ნაკრებმა პირველ ტურში საუდის არაბეთი დაამარცხა ანგარიშით 5:0. ამგავრად რუსეთს 6 ქულა აქვს, ბურთების შეფარდება კი 8-1-ზე. 46-ე წუთზე ეგვიპტელმა აჰმედ ფატჰიმ საკუთარ კარში ჩაჭრა. მეორე გოლი რუსეთმა მატჩის 59-ე წუთზე გაიტანა, გოლის ავტორი...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151