პრემიერი: ქვეყანა უნდა იყოს ისეთი, როგორზეც ილია ჭავჭავაძე ოცნებობდა

პრემიერი: ქვეყანა უნდა იყოს ისეთი, როგორზეც ილია ჭავჭავაძე ოცნებობდა

"მინდა ყველას მოგილოცოთ ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე. უდიდესი ეროვნული მოღვაწის, ქართველთა განმანათლებლის",- განაცხადა პრემიერმინისტრმა მთვრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, ილია ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით, მთვრობის ორგანიზებით თბილისში, საგურამოსა და ყვარელში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება. 

"ღონისძიებები გაიმართება სათაურით - "ილია ჩვენი თანამედროვე" და ეს სიტყვები ნამდვილად ასახავს არსს და მასშტაბურობას ამ უდიდესი მოღვაწის, ვინაიდან, არ არსებობს თუნდაც დღევანდელი, ეროვნული პრობლემა, რომელზე ამონახსნიც ვერ ამოიკითხებოდეს ილიას ნააზრევში. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ამ უდიდესი მოღვაწის იუბილე. მოღვაწის, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა ერის თვითმყოფადობის განმტკიცებას, სახელმწიფოებრივი აზროვნების გაღვივებას. ნამდვილად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მთელს ერთან ერთად, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი, როგორზეც ილია ოცნებობდა", - განაცხადა პრემეირმა.

ბახტაძე: ფარმაციის იმპორტიორები ნაკლებ გადასახადს იხდიან, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები

ბახტაძე: ფარმაციის იმპორტიორები ნაკლებ გადასახადს იხდიან, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები

16 წუთის წინ

ბახტაძე ფარმაციის სფეროს შეეხო.  "ჩვენ მივიღეთ ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელმაც სამწუხაროდ საქართველო გახადა იმპორტზე ორიენტირებულ ქვეყანად. მაგალითისთვის, დღეს ფარმაციის იმპორტიორები იხდიან ნაკლებ გადასახდს, ვიდრე ადგილობრივი...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151