ალექსანდრე გრიგალავა: დარწმუნებული ვარ, მარტვილის მერი გავხდები

ალექსანდრე გრიგალავა: დარწმუნებული ვარ, მარტვილის მერი გავხდები

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებ, - ამის შესახებ „აიპრესთან“ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის მერობის კანდიდატმა, ალექსანდრე გრიგალავამ განაცხადა.

რა იყო მეორე ტურის ჩატარების მიზეზი?

რა თქმა უნდა, პირველ რიგში მიზეზი იყო ის, რომ 49, 76% დავაგროვე, დაგვაკლდა 0,24%. ბევრი მიზეზია, რასაც თანდათან ვგებულობთ და ვარკვევთ, მაგრამ ბრძოლის მერე მუშტების ქნევას თავი დავანებე და მეორე ტურისთვის ვემზადებით.

ფიქრობთ, რომ მარტვილში მეორე ტურში მხარს დაგიჭერენ?

აუცილებლად დაგვიჭერეს მოსახლეობა მხარს და ვფიქრობ, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ.

თქვენი ოპონენტებისგან განსხვავებულს რას სთავაზობთ მარტვილელებს?

ამ წუთას ვინც ჩემი ოპონენტია, ის ჩემამდე, მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. არ მგონია მარტვილში დამოუკიდებლობის პირველი დღიდან დღემდე ვინმეს იმდენი ინფრასტრუქტურული პროექტი გაეკეთებინოს, რაც ჩვენ გავაკეთეთ. რა თქვა უნდა, კიდევ ბევრი პროექტია გასაკეთებელი, დაწყებული კი დასამთავრებელი. სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით პაკეტებს გავაუმჯობესებთ.

რაც გამგებელი ხართ, რა მნიშვნელოვანი პროექტი გააკეთეთ?

მნიშვნელოვანი, რამაც რაიონის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, ეს მარტვილის კანიონია, რომელიც ჩემი გამგებლობის პერიოდში გაკეთდა. ფაქტობრივად, ყველა რაიონის ცენტრი ცენტრალურ გზებს დავუკავშირეთ. დაგვრჩა 2 სოფელი, რომელსაც უმოკლეს დროში გავაკეთებთ. ტურისტული თვალსაზრისით ყველა ისტორიულ ძეგლთან ვცდილობთ ასფალტოვანი გზა მივიყვანოთ. სოფელ სალხინოში, სადაც წაჩხურუს მონასტრი მდებარეობს, რომელსაც ათასობით მომლოცველი ჰყავს, ორი წელზეა მეტია გზის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობას 2018 წელს დავასრულებთ. აქ ადრე ურემის გზა იყო, ორი ავტომანქანა ერთმანეთს გვერდს ვერ უვლიდა, ახლა ასფალტოვანი გზა ავიყვანეთ, გამოვცვალეთ წყლის მილები. მოეწყო მარტვილის კანიონის ინფრასტრუქტურა, მარტო 80 ოჯახი ნავის გაქირავებით არის დაკავებული, რაც საკმაოდ სერიოზული შემოსავალი იყო. ზოგიერთი მათგანი იქ სახელმწიფოს შესვლის წინააღმდეგი იყო. ბოროტი ხალხი დადიოდა და მათ ატყუებდა, რომ სახელმწიფო ამ სამუშაოს წაართმევდა. მაგრამ, მოხდა უპრეცედენტო შემთვევა, სამუშაო რაზეც უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი, პირდაპირი წესით გადაეცათ.

ყველაფერი მუნიციპალიტეტის სახსრებით გავაკეთეთ. სანამ მდინარე აბაშის სათავემდე მივალთ, მდინარე აბაშის ხეობაზე უამრავი ასეთი კანიონია, ჩვენ შევძელით და გზა მოვაწესრიგეთ ჩანჩქერამდე. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ასფალტი დავაგეთ, არამედ გავწმინდეთ, მოვაწესრიგეთ მისასვლელი და სადაც მხოლოდ 2 -3 ხიდიანი მანქანები და ურალი დადიოდა, ახლა ჯიპის ტიპის მანქანასაც შეუძლიათ იქამდე მოძრაობა. ეს ხეობა თავისი სილამაზით იმდენად გამორჩეულია, რომ ბევრ ინვესტორს დააინტერესებს. რაიონი 17 ბაღიდან 3 ჩვენ ავაშენეთ, რომელიც გამზადებულია გასახსნელად. ახალაშენებული ბაღები ყველა თანამედროვე სტანდარტის შესაბამისია. რამდენიმე სასტუმრო გვაქვს რაიონში, იმატა სავაჭრო ობიექტებმა. ისეთი სავაჭრო ობიექტები გვაქვს თავისი მომსახურების დონით, რომ ბევრ დიდ ქალაქს შეშურდება. ტურიზმის განვითარება ჩემი რაიონისთვის ბევრ სიკეთეს მოიტანს, რაც საკმაოდ წარმატებულად მიდის ჩვენი მუნიციპალიტეტისტისთვის. პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქთან ვართ დამეგობრებული, ძალინ მოსწოთ ჩვენი ადგილები და ბუნება, შემდეგ წელს დიდი რაოდენობით პოლონელ ტურისტებს ველოდებით. არ მიყვარს ამაზე საუბარი, მაგრამ ფაქტია, წინა ხელისუფლები დროს უამრავი სკოლა და ბაღი დაიკეტა. ბევრი ჩვენი თანასოფლელისთვის განათლების მიღება მიუწვდომელი გახდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ყველა მოსწავლე, რომლსაც სკოლა დაუკეტეს, თავის სოფელში მიკროავტობუსებით მეზობელ სოფლებში დაგვყავს. გვინდა, მარტვილიდან წასული რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაუბრუნდეს თავის კუთხეს. ჩვენი პრიორიტეტია მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა მოვაგვაროთ. ჩვენთან არის სოფელი დღვანა, სადაც რელიეფური მდგომარეობის გათვალისწინებით, რთული იყო გზის გაკეთება. როდესაც ადგილობრივებს დავპირდით აქ გზას გავაკეთებო, არ სჯეროდათ, იღიმებოდნენ. მაგრამ ახლა ნახეთ, რკინაბეტონის გზა ავიყვანეთ და საბავშვო ბაღსაც ავაშენებთ.

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადების მიუხედავად, რომ ისინი არჩევნების მერე ტურში მონაწილეობას არ გეგმავენ, მათი კანდიდატები ბიულეტენებში რჩებიან, ეს ხომ არ შეიყვანს თქვენს ამომრჩეველს შეცდომაში?

ვემზადები მეორე ტურისთვის, მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩეველს მოგვცენ ხმა. რა თქმა უნდა, მათი ამომრჩეველი მათ მისცემს ხმას, მაგრამ მგონია, რომ ეს მათი ერთ-ერთი მორიგი ფანდია იმისთვის, რომ ჩვენი ამომარჩეველი შეიყვანონ შეცდომაში.

ინვესტიციების მოზიდვის კუთხით თუ მუშაობთ?

ჩვენთან, ძირითადად სოფლის მეურნეობით ირჩენს ხალხი თავს. მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მეთხილეობა, რამდენიმე რძის გადამამუშავებელი კოოპერტივიც შეიქმნა. ასევე განვითარებული იყო ჩაის კულტურა და ვფიქრობთ, ისევ ავაღორძინოთ.  

წელს ფაროსანა შემოგვეპარა, თუმცა ჩვენ რაიონს კიდევ არაუშავას, არ გვაქვს კატასტროფული მდომარეობა, მაქსიმალურად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ფაროსანა დავამარცხოთ. ჩვენთან ხურმა მოდის დიდი ოდენობით, ვაპირებთ ხურმის საშრობების, თუმცა უკვე აქვს რამდენიმე ბიზნესმენს გაკეთებული 3 წელი არ არის ისეთი დიდი დრო, ყველაფერი გაკეთებულიყო. დასაწყისი, სასტარტო მონაცემები კარგი გვაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ მე რაიონის მერი გავხდები და ეს 4 წელი უკეთესობისკენ წავალთ.

შალვა შავგულიძე: თუ კითხვები უპასუხოდ დარჩა, ეს ნიშნავს, რომ "ოცნება" ძალადობის გზას დაადგა (ინტერვიუ)

შალვა შავგულიძე: თუ კითხვები უპასუხოდ დარჩა, ეს ნიშნავს, რომ "ოცნება" ძალადობის გზას დაადგა (ინტერვიუ)

15 მაისი, 2018

ამის შესახებ შალვა შავგულიძემ "აიპრესთან" ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, კიდევ უფრო მძიმე სურათი იყო კონტრაქციის გამართვის დროსაც და ხელისუფლების ვალდებულებაა გამოკვეთოს სისხლის სამართლის დანაშაული, წინააღმდეგ შემთხვევაში ნათელი...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186