ტექსასში მომხდარი თავდასხმისას ოჯახის 8 წევრი დაიღუპა

ტექსასში მომხდარი თავდასხმისას ოჯახის 8 წევრი დაიღუპა

ტექსასის შტატში, ბაპტისტურ ეკლესიაში მომხდარი სროლის შედეგად, ერთი ოჯახის მინიმუმ რვა წევრი დაიღუპა. როგორც გამოცემა businessinsider წერს, თავდასხმას მინიმუმ 26 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც ჯო და კლარის ჰოლკომბებმა გამოცემა The Washington Post-ს განუცხადეს, მათ შვილები, შვილიშვილები და ნათესავები დაკარგეს. ჯო ჰოლკომბმა დაადასტურა, რომ მათი შვილიშვილი კრისტალ ჰოლკომბი თავის ფეხმძიმე ნათესავთან და სამ ბავშვთან ერთად, ემილისთან, მეგანთან და გრეგთან ერთად დაიღუპა. მან ორი ბავშვი გადაარჩინა. ჯომ ასევე აღნიშნა, რომ მისი შვილიშვილი, 36 წლის მარკ დანიელ ჰოლკომბი და მისი ერთი წლის ქალიშვილი თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.

გარდა ამისა, 60 წლის ბრაიან ჰოლკომბი და მისი 58 წლის მეუღლე, კარლა ჰოლკომბი სროლას ემსხვერპლნენ. გამოცემა The Chicago Tribune-ის ცნობით, ბრაიანი და კარლა დაახლოებით 40 წელი ცხოვრობდნენ ერთად. CNN ასევე იტყობინება, რომ სროლის შედეგად ჰოლკომბის ოჯახის ასევე სამი წევრი დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

5 სექტემბერს ტეხასის სამხრეთით, ეკლესიაში სროლა მოხდა. შეიარაღებული მამაკაცი ადგილობრივ ეკლესიაში საკვირაო მესის დროს შეიჭრა და იქ მყოფებს პირებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან. დაჭრილების ასაკი 5-დან 72 წლამდეა. ზოგი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

მოგვიანებით, თავდამსხმელის ცხედარი პოლიციის თანამშრომლებმა ავტომობილში იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია, თავი მოიკლა მან თუ სამართალდამცველებმა მოკლეს. თავდასხმის მოტივი უცნობია.

მაკედონიის პრეზიდენტი ქვეყნის სახელწოდების შეცვლის თაობაზე რეფერენდუმს ბოიკოტს უცხადებს

მაკედონიის პრეზიდენტი ქვეყნის სახელწოდების შეცვლის თაობაზე რეფერენდუმს ბოიკოტს უცხადებს

43 წუთის წინ

აღსანიშნავია, რომ "ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის" სახელმწიფოსთვის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებული რეფერენდუმი 30 სექტემბერს გაიმართება. "რაც შემეხება მე, მე უკვე მივეცი ხმა 27 წლის წინ - 1991 წლის 8 სექტემბერს (ქვეყნის...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172