სადისკუსიო პლატფორმის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სადისკუსიო პლატფორმის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პოლიტიკური პარტია "ახალი საქართველოს" ინიციატივით, სადისკუსიო პლატფორმის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა, არაფორმალურ გარემოში შედგა და მას საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიის 70-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

"ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატების ქართული მოდელი. იმისთვის რომ მივაღწიოთ წარმატებას და განვვითარდეთ, გამოსავალი არის ვიყოთ ინოვაციურები, არასტანდარტულები და დავისახოთ ზე მიზანი. ჩვენი მიზანია, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროესში. თავად საზოგადოებამ მიიღოს წარმატების ქართული მოდელის შექმნაში მონაწილეობა. საკმაოდ ნაყოფიერი გამოვიდა ჩვენი პირველი შეხვედრა. მოვისმინეთ ბევრი საინტერესო იდეა. მთავარია, მოვახდინოთ ინტელექტუალური პოტენციალის კონსოლიდაცია.  ამ ადამიანებთან ერთად შევიმუშავებთ  ინოვაციურ პროექტებს. მსგავსი სახის შეხვედრებს მომავალსიც აქტიურად გავაგრძელებთ. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ჩაერთოს პროცესში და მიიღოს მონაწილეობა წარმატების ქართული მოდელის შექმნაში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ახალი საქართველოს" ლიდერის თქმით, გამოსავალი სწორი  და ინოვაციური რეფორმებია. სადისკუსიო პლატფორმის პირველი სამუშაო შეხვედრა, გიორგი ვაშაძის ვიდეო-მიმართვის შემდეგ გაიმართა, რომელიც მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განათავსა.

ისლანდიის პრეზიდენტის რეზიდენციაში ქართველი ლინგვისტის გრიგოლ მაჭავარიანის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

ისლანდიის პრეზიდენტის რეზიდენციაში ქართველი ლინგვისტის გრიგოლ მაჭავარიანის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

25 წუთის წინ

შეხვედრის ფარგლებში ელჩმა და პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველო-ისლანდიის თანამშრომლობის საკითხებზე. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი ლინგვისტისა და მთარგმნელის, გრიგოლ მაჭავარიანის მოღვაწეობას, რომელსაც განსაკუთრებული...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186