ბათუმის საკრებულოს 25 წევრიან ახალ შემადგენლობას დეპუტატის მანდატები გადაეცათ

ბათუმის საკრებულოს 25 წევრიან ახალ შემადგენლობას დეპუტატის მანდატები გადაეცათ

ბათუმის საკრებულოს ახალ შემადგენლობას დღეს დეპუტატის მანდატები 79-ე ოლქის თავმჯდომარემ ციალა შავაძემ გადასცა. ახალი მოწვევის საკრებულო მმართველი გუნდის უმრავლესობით დაკომპლექტდა. "ქართული ოცნება" საკრებულოში 19 დეპუტატით არის წარმოდგენილი, მათ შორის სამი ქალია.

4 დეპუტატით შევიდა საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობა. "ევროპულ საქართველოსა" და "პატრიოტთა ალიანსს" საკრებულოში თითო დეპუტატი ეყოლება. ოპოზიციური პარტიებიდან საკრებულოში ქალბატონები ვერ მოხვდნენ. აქედან გამომდინარე 25 წევრიანი შემადგენლობა 3 ქალი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

ჯერჯერობით უცნობია საკრებულოს პირველი სხდომის ჩანიშვნის თარიღი. პირველივე შეკრებაზე საკრებულომ ხმათა უნრავლესობით ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე უფლებამოსილად უნდა სცნონ.

დღეს ბათუმის მერმა ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობა დაათვალიერა

დღეს ბათუმის მერმა ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების სატუმბი სადგურების მშენებლობა დაათვალიერა

13 საათის წინ

"ბარცხანისა და თამარის დასახლებებში წყალარინების ცენტრალური სისტემა ათეული წლების განმავლობაში არ მოწესრიგებულა. შესაბამისად ეს უბნები საჭიროებდა წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციასა და მშენებლობას. ეს ორი უმთავრესი პროექტი...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151