ბიორკი თბილისში ვიზიტის შესახებ: ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური პერიოდი

ბიორკი თბილისში ვიზიტის შესახებ: ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური პერიოდი

ლეგენდარულმა ისლანდიელმა მუსიკოსმა, საკუთარ მსმენელს საქართველოში დაგროვილი შთაბეჭდილებები, სოციალურ ქსელის დახმარებით, თბილისის დატოვებიდან რამოდენიმე საათში გაუზიარა.

"შემიძლია მადლობა გადავუხადო თბილისის უძლეველ მაცხოვრებლებს? ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური, პოლიფონიური გუნდებით და ელექტრონული მუსიკის ლეგენდებით განებივრებული პერიოდი. ჩავიძირე ყვავილებში საუკეთესო ბისის დროს? დიახ", - წერს ბიორკი.

ბიორკი, 12 კაციან ჯგუფთან ერთად საქართველოში 28 ოქტომბერს ჩამოფრინდა, SOU festival ის ორგანიზებით, კონცერტები 31 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზსა და 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში, ევგენი მიქელაძის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით გაიმართა.

ორივე კონცერტზე, ისლანდიელმა ვირტუოზმა ქართველ მსმენელს უახლესი ნამუშევარი, "Vulnicura" წარუდგინა. "Vulnicura" თითქმის ყველა მოწინავე მუსიკალურმა პლატფორმამ წლის საუკეთესო ალბომად დაასახელა, კრიტიკოსებმა კი ალბომს Björk-ის ყველაზე "პერსონალური" და "გულწრფელი" ნამუშევარი უწოდეს. კონცერტები მოიცავდა არტისტის შემოქმედებიდან საკვანძო სიმღერასაც.

ოპერისა და ბალეტის თეატრში,  ბიორკის კონცერტის დასრულების შემდეგ, ხანგრძლივი ოვაციების დროს, მსმენელმა ბიორკი ყვავილებით შეამკო. მუსიკოსმა სცენიდანვე აღნიშნა, რომ საქართველო მისი ფავორიტი ქვეყანაა.

"საქართველო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო. ეს ჩემი ფავორიტი ქვეყანაა. მადლობა ქართულ ორკესტრს და თქვენ. ბოდიშს გიხდით, ცოტა გაციებული ვარ, მაგრამ მე მოგეცით მთელი გული და სითბო", - განაცხადა ბიორკმა.

საქართველოს ხელოვნების სასახლეს, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო გადაეცა!

საქართველოს ხელოვნების სასახლეს, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო გადაეცა!

5 საათის წინ

ეს უმნიშვნელოვანესი აღიარება მუზეუმმა სამეცნიერო პროექტისათვის "ქსოვილი საქართველოდან" მიიღო. 400 გვერდიანი ნაშრომი კომპეტენტურმა ჟიურიმ ევროპის ტერიტორიაზე საუკეთესო სამეცნიერო კვლევად აღიარა! ხელოვნების სასახლე მადლობას უცხადებს...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167