იმერეთში სახალხო დღესასწაული "შემოდგომის წყალტუბო" აღინიშნება

იმერეთში სახალხო დღესასწაული "შემოდგომის წყალტუბო" აღინიშნება

წყალტუბოში ტრადიციული, სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომის წყალტუბო" და რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი "ფუძეობა " აღინიშნება.

წყალტუბოში ტრადიციული, სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომის წყალტუბო" და რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი "ფუძეობა " აღინიშნება. ქალაქის ცენტრში საფესტივალო ქალაქი მოეწყო, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი სანახაობა, იმერული ფაცხები, ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი ნივთები.

ქალაქოს დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, სადაც იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობენ. წყალტუბო ასევე დამეგობრებული ქალაქის სალდუსის ოფიციალურ დელეგაციას მასპინძლობს. დღესვე გაიმართება წყალტუბოს საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ცენტრის, პროექტის CHECK IN GEORGIA-ს მხარდაჭერით ჩატარდება გრანდიოზული კონცერტი, მაყურებლის წინაშე ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33ა წარსდგება.

ქუთაისში, სავარჯიშო მოწყობილობების მონტაჟი დაიწყო

ქუთაისში, სავარჯიშო მოწყობილობების მონტაჟი დაიწყო

40 წუთის წინ

დღეს სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე მერ გიორგი იობაშვილთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ, ელეონორა არჩაიასთან ერთად მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში დაათვალიერა. „ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151